სემინარი წარმოადგენს თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკის მიერ შემუშავებული და დამკვიდრებული მეთოდების მიმოხილვას სამეცნიერო კვლევებისა და სწავლების სფეროში. განხილულია შემდეგი მიდგომები: მორალურ-ფილოსოფიური, ისტორიულ-ბიოგრაფიული, ფორმალისტური, ფსიქოანალიზური, მითოლოგიურ-არქეტიპული, ფემინისტურ-გენდერული, კულტუროლოგიური, სტრუქტურალისტური, პოსტსტრუქტურალისტური და მკითხველზე ორიენტირებული კრიტიკა. ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენება ჩამოთვლილი კვლევის მეთოდები ლიტერატურის სწავლების პროცესში. საილუსტრაციოდ გამოყენებულია სხვადასხვა ჟანრის ექვსი ნაწარმოები: ენდრიუ მარველის „მორცხვ ქალბატონს“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ნათანიელ ჰოთორნის „ახალგაზრდა ბრაუნი“, ელის უოქერის „ყოველდღიური სარგებლობისთვის“ და მერი შელის „ფრანკენშტაინი“. სემინარი ეყრდნობა სამაგისტრო პროგრამაზე განხორციელებული სასწავლო კურსის მასალებს.
პრეზენტაციაუკან |