The double diamond - ეს არის მოდელი რომელიც 2005 წელს შემუშავდა და დაინერგა განათლების სფეროში. თავდაპირველად ეს მეთოდი აპრობირებული იყო სხვადასხვა სფეროში , როგორიცაა ბიზნესი, მოდა, არქიტექტურა და ა. შ. ხოლო შემდეგ ბრიტანეთის დიზაინ კაუნსილის მიერ იმპლემენტირებული იქნა განათლების სფეროში, კერძოდ უცხოური ენის სწავლებაში.
თანამედროვე და სწარაფად განვითარებად სამყაროში ახალი იდეების შექმნა, შემუშავება, ახალ საჭიროებასთან მორგება და შესაძლო გამოწვევებისათვის მზად ყოფნა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
ეს მოდელი მოიცავს 4 ფაზას -აღმოჩენის, განსაზღვრის, განვითარების და გადაცემის. თითოეულის გავლა აუცილებელია რადგან, რომელიმე ფაზის უგულველყოფა არასწორ შედეგზე გადის. ეს მოდელი დიზაინერულ აზროვნების პროცესის ყველაზე მკაფიო ვიზუალიზაციაა. მთავარი აქცენტი ამ პროცესში კეთდება , განსხვავებულ აზროვნებაზე(divergent thinking) და კონვერგენტულ აზროვნებაზე( convergent thinking), რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე პრობლემის დასმას, აზრების გენერირებას , ხოლო შემდგომ მათ დახვეწას და ერთ საუკეთესომდე დაყვანას.
გამომდინარე იქედან, რომ ეს პროცესი მთლიანად ავთენტურ მასალებს ეყრდნობა და რეალურ სამყაროს ეფუძნება ამ მეთოდის გამოყენება უცხოური ენის სწავლებაში ერთგვარი სიახლეა და ასევე ხელს შეუწყობს შემსწავლელთა მოტივაციის გაზრდას და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას.
პრეზენტაციაუკან |