თანამედროვე ტექნოგენური მსოფლიოს ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად აუცილებელი გახდა მაქსიმალური მოცულობის ინფორმაციის მიწოდება დროის უმოკლეს ერთეულში. შედეგად, თანამედროვე ინგლისური ენის განვითარების ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანად იქცა შემოკლებების რაოდენობის სწრაფი ზრდა. ამ მოვლენის ამსახველი უამრავი თვალსაჩინო მაგალითია დაფიქსირებული ინტერნეტ სივრცეში (მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, ჩატებში, მესინჯერში, ელექტრონული ფოსტით მიმოწერაში, ინტერნეტ ფორუმებში) და ეფუძნება ენობრივი ეკონომიის პრინციპს, რაც გულისხმობს ადრესატისათვის საჭირო ინფორმციის ტრანსლირებას ენობრივი ძალისხმევისა და დროის დაზოგვით. ინტერნეტ ენას უარყოფით ზეგავლენა აქვს ენის ‘სიწმინდეზე’, იმ ასპექტის გათვალისწინებით, რომ პუნქტუაციისა და მართლწერის წესების დარღვევით ქვეითდება წერითი მეტყველების კულტურის დონე. სემინარზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების ენის დადებით მხარეებსაც განვიხილავთ და მივიჩნევთ, რომ ეს ობიექტური და კანონზომიერი პროცესია, რომელიც საკომუნიკაციო ურთიერთობების ფორმის ცვლილებითა და ენის განვითარების თავისებურებებითაა განპირობებული.
უკან |