სემინარები

განათლებისა და ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ნელი ახვლედიანი, თემა: "უცხო ენის შესწავლის დროს არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები" 28 ივნისს 10 საათზე 408 აუდიტორია.

დღევანდელ  საგანმანათლებლო სივრცეში, უცხო ენის შესწავლა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით  უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდა, თუმცა ადგილი მაინც აქვს მთელ რიგ პრობლემებს, რომელებიც სწავლის პროცესში იჩენენ თავს და უცხო ენის შესწავლის მოტივაციას უკარგავენ სტუდენტებს.

წინამდებარე სემინარის ფარგლებში, წარმოგიდგეთ ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების პრობლემებს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 35 სტუდენტმა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს უცხო ენის შესწავლისას არსებული ხელის შემშლელი ფაქტორები.

განვიხილე რა არსებული პრობლემები, შევეცადე თითოეულის გადაჭრის გზები მომეძიებინა და რჩევები კომენტარების სახით  მიმეწოდებინა მათთვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა