კვლევა მიზნად ისახავს ემოციური გამონათქვამების მორფოლოგიურ-სემანტიკური სტრუქტურების განსაზღვრას ფრანგულ და ქართულ ენებში. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ემოციების მეტაფორული გამოხატვის ფორმები. ლექსიკური კომბინაციების იმპლიციტური თუ ექსპლიციტური ნიშნების ანალიზისას, შევეცადეთ გამოგვეყო მათი დამახასიათებელი ნიშნები, მეტაფორული სტრუქტურების ემოციური თავისებურებები. შევიმუშავეთ ემოციური კონცეპტების სემასიოლოგიური ანალიზი, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული ენების სემების კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტების განსაზღვრა. კვლევის ანალიზის შედეგად დავადგინეთ სინტაგმატური სტრუქტურების დომინანტური მორფოლოგიური მოდელი.
პრეზენტაციაუკან |