სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ხათუნა ბერიძე, 1 ივლისი, 43 აუდიტორია. თემა: "მხატვრული თარგმანის ეთიკისათვის"

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტკოლონიურ  პარადიგმაში იკვლევენ ცარიზმის ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურას, რუსულენოვან ლიტერატურას, რომლის თემაც საქართველო და ქართველები არიან ქართული ლიტერატურის რუსულენოვან თარგმანებს. 

პოსტკოლონიური თარგმანის მეტაფორა პოსტსაბჭოთა სინამდვილისათვის - უნიკალური ცნებაა - რადგან პოსტსაბჭოთა ტრანსლატიო იმპერიი-ს ცნება უშუალოდ უკავშირდება  მთარგმნელობით საქმიანობას, ვინაიდან, ის, რასაც იდეოლოგიური მანქანა ცენზურის ხელით ახორციელებდა. იყო მხატვრულ  თარგმანში დედნის იდენტობის სტერილიზაცია, ავტორის იდენტობის სტერილიზაცია,  დიდი იმედით მიმართული ეროვნული თვითიდენტობის სტერილიზაციისაკენ, საბოლოო რუსიფიკაციული მიზნებით (თარგმანის მიზნობრიობაზე საუბრისას ბუნებრივად გვახსნებს თავს სკოპოსის თეორიაც); თავად თარგმნის პროცესი, როგორც მოქმედება, საქმიანობა, თავისი არსით ცნება სტერილიზაციას უკავშირდება, ჩვეულებრივ, თარგმნის პროცესმა, ისე როგორც შედეგმა, გენდერული მეტაფორა შეიძინა იმ ცვლილებების გამო, რასაც სამიზნე ტექსტი განიცდის; თუმცაღა ცვლილებები  ენათა სისტემებს შორის სხვაობამ განაპირობა, და კრიტიკოსებს მხედველობაში ძირითადად ცვლილებების  ლინგვისტური ბუნება აქვთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცვლილებები უპირველესად ამ კულტურული პროცესის მონაწილე ერების ურთიერთ-გაგების  აისახება. ამასთან, თარგმნის პროცესი თანაბრად არის დაკავშირებული როგორც სამიზნე, ისე დედნის ენასთან და მთარგმნელს, სამიზნე ტექსტში ცვლილებების შეტანით ავტომატურად შეაქვს (არამატერიალიზებული) ცვლილებები დედნის ტექსტშიც. ამდენად, პროცესი უკუქმედითია. ამ თეორიის საფუძვლად მთარგმნელის მონური დამოკიდებულების ცნობილი ფაქტორიც კმარა, რაც ვლინდება ან დედნის ან სამიზნე ტექსტების მიმართ;  

თუ მთარგმნელობითი ტრანსგრესიის მიზეზი რომანის რუსულენოვან ავტო-თარგმანში  კომუნისტური ცენზურაა, ინგლისურ თარგმანში ეს მიზეზი შუამავალი ენის გამოყენებაა; თარგმანი რუსულიდან ე. წ. პწკარედის გამოყენებით არის შესრულებული. „დათა თუთაშხიას“ ინგლისური თარგმანი  1986 წ. მოსკოვში გამომცელობა „რადუგამ“ გამოსცა. ბუნებრივია, წიგნი საბჭოთა კავშირის აუდიტორიას ვერ გასცდებოდა. 

რომან „დათა თუთაშხიასა“ და მისი რუსულენოვანი ავტო-თარგმანის შეპირისპირებითი კვლევის შედეგად აღმოჩენილი  შეცდომების კლასიფიკაცია. ინგლისური თარგმანი შესრულებულია რუსული ენიდან პწკარედის გამოყენებით (დასაბუთებულია შეპირისპირებითი კვლევით): 

 

  1. რუსულ თარგმანს დამატებული აქვს კომუნისტური პოლიტიკური მსოფლმხედველობა, თარგმანი და შესაბამისად მკითხველის გონება „გაწმენდილია“ ერისა და სახელმწიფოებრიობის, როგორც არსობრივი ცნებებისაგან. 
  2. თარგმანში ამოშლილია ერისა და სახელმწიფოებრიობის არსობრივი ცნებები:   
  3. პოლიტიკური თვალსაზრისი, რაც გიორგიევსკის ტრაქტატსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხება, თარგმანში შერბილებული ტონით არის გადმოცემული და რედაქტირებულია; 
  4. გენდერულად უარყოფითი მარკირება შეინიშნება რუსულ და ინგლისურ თარგმანებში;
  5. რუსულ თარგმანში რუსიფიცირებულია კნინობითი მიმართვის მარკერები, რაც  ზედმიწევნითაა გამეორებულია  ინგლისურ თარგმანში; ამდენად, ინგლისურენოვან მკითხველს, ვინც დედანს არ იცნობს, ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ქართულ საზოგადოებაში რუსიფიცირების ეს მარკერები ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით მიღებული და დამკვიდრებული იყო;
  6. ქართული ტოპონიმის რამდენიმე სხვადასხვა ფორმა რუსულ და ინგლისურ თარგმანებში ცენზურის მარკერებად უნდა მივიჩნიოთ.

 

განვიხილოთ კლასიფიკაციაში მითითებული მთარგმნელობითი შეცდომების  თითოეული ნიმუში:

  1. რუსულ თარგმანს დამატებული აქვს კომუნისტური პოლიტიკური მსოფლმხედველობა, თარგმანი და შესაბამისად მკითხველის გონება „გაწმენდილია“ ერისა და სახელმწიფოებრიობის, როგორც არსობრივი ცნებებისაგან. 

 

დედანსა და თარგმანში ავტორის ხმა უნისონში უნდა ჟღერდეს; „დათა თუთაშხიას“ ავტო-თარგმანში ეს უნისონი დრამატულად არის აცდენილი დედანს; ავტორი-მთარგმნელის ხმა  რეჟიმის მოთხოვნებთან უფრო ჟღერს უნისონში, ვიდრე ქართულ ტექსტთან. დედნიდან აცდენის განხილული მაგალითები პოლიტიკური მოტივაციისკენ  მიგვითითებს. არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად რომანში არსად ისმის პრო-სახელისუფლებლო რიტორიკა, მაგრამ თარგმანში ეს რიტორიკა დამატებით ფორმებს იძენს. მთავლიტის ძალდატანებით, საბჭოთა კავშირში დაბეჭდილ თარგმანებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ „საბჭოეთის მამების“ - ლენინის, სტალინის, მარქსის, ენგელსის...  რამდენიმე გვერდიანი სახოტბო წანამძღვრები. საბჭოთა რეჟიმის დასასრულამდე ათწლეულით ადრე, დაიწყეს სახოტბო რიტორიკის თვალისამხვევ მანევრად გამოყენება და მისი წამძღვარება პოლიტიკურად არცთუ „საბჭოური“ შინაარსის ლიტერატურისთვის. მთავლიტის იდეოლოგიური ძალდატანება ემორჩილებოდა კოლონიური რეჟიმის  მკაცრ მოთხოვნებს.  „დათა თუთაშხიას“ რუსულ თარგმანში გვხვდება პოლიტიკური დითირამბი, რომელიც დედანთან დისონანსს სწორედ რეჟიმისადმი მორჩილი ტონის გამო ქმნის. განვიხილოთ მაგალითი, სადაც მთარგმნელი-ამირეჯიბის ხმა უფრო მეტად დამთმობია მოთხოვნისადმი, ვიდრე ავტორი-ამირეჯიბის ხმა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა