2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით განხორციელდა რეფორმა, რომლითაც შეიცვალა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესი. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებისას საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი და მიზანია მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეგულაციების ცვლილება და ამ კატეგორიის გადამხდელთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, რაც დადებითად იმოქმედებს აღნიშნულ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე.
სამეცნიერო სემინარის მიზანია რეფორმით დასახული მიზნის მიღწევის პირველადი შეფასება (რადგან რეფორმა მხოლოდ 1 წლის წინ ამოქმედდა) , შედეგების მიხედვით კი - რეკომენდაციების შემუშავება.
პრეზენტაციაუკან |