სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნათია ქათამაძის სამეცნირო სემინარი "მობილური აპლიკაციები სწავლა-სწავლების პროცესში", ჩატარდება 5 ივლისს 11:00 სთ-ზე, აუდ. #41.

პრეზენტაციის  მიზანია გამოავლინოს  მობილური აპლიკაციების ეფექტურობა ინგლისური ენის სწავლებაში. კვლევამ მოგვცა საშუალება გაგვეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე: როგორ გვეხმარება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უცხო ენის სწავლებაში, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას და როგორ შეიძლება მათი დანერგვა-სწავლება სწავლის პროცესში. უცხო ენის სწავლება ძირითადად ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარ-ჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და იმისთვის რომ უცხო ენის შესწავლა წარმატებით განხორციელდეს, ოთხივე მიმართულების  განვითარება შესაფერისი აქტივობების დაგეგმვით თანაბარ დონეზე  უნდა მიმდინარეობდეს.  მობილური აპლიკაციების გამოყენება სწავლა- სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სასურველი შედეგის მიღწევისათვის. სტატიაში შესწავლილია ის მობილური აპლიკაციები და მოცემულია აქტივობები, რომლებიც გვეხმარება სტუდენთა მოტივაციის ამაღლებაში და ინგლისური ენის  დაუფლებაში, უფრო ზუსტად, ყურადღება გამახვილებულია თუ როგორ შეიძლება შევამოწმოთ სხვადასხვა უნარი კრეატიულად. აღწერილი აქტივობები სტუდენტებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. წარმოდგენილი  ნაშრომი კიდევ ერთი ცდაა დეტალურად შეისწავლოს მობილური აპლიკაციების ეფექტურობა და მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით დასკვნაში ანზოგადებს  მის დადებით და უარყოფით მხარეებს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა