გაწევრიანების დღიდან (1973 წ.) დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანების/ევროკავშირის ერთ-ერთ სკეპტიკოსს წევრს წარმოდგენს. წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ისთებლიშმენტი, საზოგადოების ნაწილი და მასმედია ევროგაერთიანების წევრობასთან მიმართებაში გარკვეულ პესიმიზმს გამოხატავდა და მოითხოვდა ევროგაერთიანების/ევროკავშირის რიგების დატოვებას. 1975 წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ კავშირის წევრობასთან დაკავშირებით პირველი რეფერენდუმი გამართა, რომელშიც მოსახლეობის 64,5% ევროგაერთიანებაში დარჩენას მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთი შემდგომ პერიოდშიც ევროსკეპტიციმის ბასტიონად დარჩა და პერიოდულად გლობალური მასშტაბის პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ტრადიციული ბრიტანული სკეპტიციზმი აღმავლობას განიცდიდა.
ტერორიზმის საფრთხემ, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ რუსეთის რეაქციებმა და უკანასკნელ წლებში ახლო აღმოსავლეთიდან უწყვეტმა მიგრაციულმა ტალღამ ევროპულ საზოგადოებაში, მათ შორის ბრიტანეთში პოპულიზმის და მასთან ერთად ევროსკეპტიციზმის გააქტიურება გამოიწვია. 2016 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვა დაანონსა. წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კავშირიდან გასვლის მომხრე ევროსკეპტიკურმა პოლიტიკურმა ძალებმა ტრადიციული პოპულისტური სტრატეგიის პარალელურად მასმედიის, სოციალური მედიის და სოციალური ქსელების მეშვეობით ამომრჩეველზე ზემოქმედების ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რითაც შეძლეს ელექტორატის ინდიფერენტულ ნაწილზე გავლენის მოხდენა.
სამეცნიერო სემინარის მუშაობის პროცესში განხილული იქნა ბრიტანული სკეპტიციზმის მიზეზები, ევოლუცია და 2016 წლის რეფერენდუმის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული ამომრჩეველზე ზემოქმედების ახალი ტექნოლოგიები, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული მეთოდები.
დანართიუკან |