სემინარები

ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნუნუ ნაკაშიძის სემინარი: " სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბინძურება მძიმე ლითონებით და მათი შედეგები"

მძიმე ლითონები მიეკუთვნებიან ულტრა მიკროელემენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით და ზოგჯერ რადიაქტიურობითაც. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გროვდება მძიმე ლითონები: Zn, Mn, Se, Cu, Cd, Cr, Pb, Ni, Hg და სხვ. მათგან ყველაზე ტოქსიკურია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, კადმიუმი და ტყვია. ამ ლითონების შენაერთები საკმაოდ მდგრადია და ტოქსიკურობას ისინი ინარჩუნებენ დიდი ხნის განმავლობაში. მცენარეში მცირე რაოდენობით შემცველობისას, მათ შეუძლიათ მოახდინონ ზრდისა და სინთეზის პროცესების სტიმულირება, რაც განპირობებულია არა ამ ელემენტების ბიოლოგიური აუცილებლობით, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების მიკროდოზების მოქმედებით ორგანიზმის ინტოქსიკაციის სტიმულირებით. ამიტომ, ზოგიერთი მიკროელემენტის შეტანა ნიადაგში, ძალზე პრობლემატურია, რადგან მათ ოპტიმალურ არამავნე კონცენტრაციასა და მომწამვლელ კონცენტრაციას შორის ძალზე მცირე ინტერვალი გააჩნიათ. ამიტომ, ისინი ხშირ შემთხვევაში სცდებიან ადამიანთა და ცხოველთა ჯამრთელობისათვის საშიშ ზღვარს და ძლიერ მოწამვლას იწვევენ.   საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის მთელი რიგი ელემენტები- სპილენძი, თუთია, კობალტი, მანგანუმი, რკინა მოლიბდენი და ა.შ. ფერმენტების ძირითადი შემადგენელი ნაწილები არიან და მონაწილეობენ მცენარეული ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში. ამ ელემენტების მცირე კონცენტრაციებს სასოფლო- სამეურნეო კულტურების ქვეშ იყენებენ სასუქად, ხოლო ცხოველთა რაციონში-მინერალური კვებისათვის. მძიმე მეტალებს მათ უწოდებენ მაშინ, როცა ისინი ეკოსისტემაში მაღალი კონცენტრაციებით მოიპოვებიან.

მძიმე ლითონები წარმოადგენენ ბიოსფეროს განუყოფელ ნაწილს და მინიმალური რაოდენობით აუცილებელი არიან როგორც უმაღლეს საფეხურზე მყოფი მცენარეებისათვის, ისე ცხოველებისათვის და ადამიანებისათვის. ამასთან, არამარტო მძიმე ლითონები, არამედ ყველა მაკრო და მიკროელემენტი, რომლებიც ჭარბად მოიპოვებიან ნიადაგში, შეიძლება გახდნენ ყოველივე ცოცხალის მოწამვლის მიზეზი. ნიადაგის ხსნარში მათი გადიდებული კონცენტრაცია მთლიანად აჩერებს მცენარეთა ფესვთა სისტემის ზრდას და იწვევს ხმობას. მძიმე ლითონების მიერ ატმოსფეროს, ნიადაგის და წყლების დაბინძურება საგანგაშოა იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში ისინი იწვევენ არა მარტო კულტურათა პროდუქტიულობის შემცირებას, არამედ ბუნებრივად შექმნილი ფიტოცენოზის და ორგანოგენეზის პროცესის დარღვევას, ასევე პროდუქციის ჰიგიენური ხარისხის გაუარესებას, რადგან დაბინძურებული მცენარის ნაცარში გაზრდილია როგორც მძიმე ლითონების, ისე რადიონუკლიდების შემცველობა .მძიმე ლითონების მიერ ატმოსფეროს, ნიადაგის და წყლების დაბინძურება საგანგაშოა იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში ისინი იწვევენ არა მარტო კულტურათა პროდუქტიულობის შემცირებას, არამედ ბუნებრივად შექმნილი ფიტოცენოზის და ორგანოგენეზის პროცესის დარღვევას, ასევე პროდუქციის ჰიგიენური ხარისხის გაუარესებას, რადგან დაბინძურებული მცენარის ნაცარში გაზრდილია როგორც მძიმე ლითონების, ისე რადიონუკლიდების შემცველობა. აქედან გამომდინარე, მაღალი კვებითი ღირებულების დაბინძურებული პროდუქცია შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს, თუ მის ნაცარში რადიუმის, პოლონიუმის, სტრონციუმის, კობალტის, ნიკელის, ვერცხლისწყლის, კადმიუმის, ტყვიის და სხვა მძიმე ლითონების შემცველობა მეტია მათ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სასოფლო- სამეურნეო კულტურები რაიმე პათოლოგიური ცვლილებებისა და მოწამვლის სიმპტომების გამოვლინების გარეშე, შესაძლოა შეიცავდნენ მძიმე, რადიოაქტიური და ტოქსიკური შენაერთების ისეთ რაოდენობას, რომელიც მავნეა ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის. სპეციალისტების ნაწილი ონკოლოგიური და სხვა დაავადებების ზრდას ადამიანის ორგანიზმში სწორედ მძიმე ლითონების სიჭარბეს უკავშირებს. თუკი ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი ტყვიის კონცენტრაციის მასშტაბურ ზრდაზე, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მავნებელია ორგანიზმში დაგროვილი ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვა, სულ 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი, რომლებიც მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.

სხვადასხვა საკვებში ეს ნივთიერებები განსხვავებულად გროვდება. კადმიუმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყრის თავს ისპანახში, ტყვია კი - სასმელებსა და ხილში, განსაკუთრებით ბევრი (10%-მდე) გროვდება იგი არაქისში. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვერცხლისწყლის ორგანიზმში მოხვედრის საშიშროებას წარმოადგენს ბრინჯი.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა