სემინარები

ზაზა შაშიკაძე, ოსმალთა მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობა და ეთნო-რელიგიური პროცესები, 26.07.2019 12:00 აუდიტორია 37

ქართულ-ოსმალური ურთიერთობა და ამ ურთიერთობის შედეგები ყოველთვის იყო ტრადიციული ქართული ისტორიოგრაფიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. თუმცა, ობიექტური კვლევისთვის აუცილებელი მრავალი (განსაკუთრებით, ოსმალური) წყარო ქართველ მეცნიერთათვის მიუწვდომელი იყო,  ეს კი, უნდა ვაღიაროთ, ხშირად ქმნიდა საფუძველს მცდარი მოსაზრებებისთვის ან, სულაც, ე. წ. თეთრი ლაქებისთვის. წარმოდგენილი სემინარი მომზადებულია ქართულ საისტორიო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციების პარალელურად თურქეთის არქივებში მოპოვებულ ოსმალურ წყაროებში და სამეცნიერო კვლევებში მოცემულ ინფორმაციის საფუძველზე, რაც არა მხოლოდ ნათელყოფს არაერთ კონკრეტულ ფაქტს, მოვლენას თუ თარიღს, არამედ იძლევა მთელი რეგიონის მასშტაბური კვლევის საშუალებას.

ამჯერად ისტორიული სამხრეთ საქართველოს მოვლენებს შევეხებით, - იმას, თუ როგორ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის ოსმალეთის იმპერიისადმი დაქვემდებარება, რა პროცესები მიმდინარეობდა აქ შემდგომში, როგორ გავრცელდა ისლამი, რა იყო მოვლენათა ამგვარი განვითარების გამომწვევი ძირითადი  მიზეზები და ა.შ. ბუნებრივია,  ისტორიული პროცესის ანალიზი ახალი მასალების საფუძველზე - აუცილებელი პირობაა შემდგომ ეპოქებში დამკვიდრებული რეალობის, კულტურათა უთანასწორო დიალოგის შედეგების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-ანალიზისათვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა