სემინარები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი; ცვლილება ავტომოტოსატრანსორტო საშუალებათა გაფორმებაში - უსაფრთხოება თუ ფისკალური ეფექტი ბიზნესის მართვის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი რამინ ცინარიძე

2019 წლის 31  მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით განხორციელდა რეფორმა, რომლითაც შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საბაჟო გაფორმების წესი. ცვლილება შეეხო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების (ჰიბრიდი და ელექტროავტომობილების) აქციზის განაკვეთით დაბეგვრის მექანიზმს,  ცოტა ადრე 2018 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა მოტოციკლეტებისა და მოპედების საბაჟო გაფორმების სპეციფიკა. ამ ორი ცვლილებით როგორი იქნება აქციზით მობილიზებული თანხების ცვლილება ბიუჯეტში, რამდენად  საბოლოოდ მიიღწევა უსაფრთხოება ქვეყანაში და ავტოპარკის განახლება.

სამეცნიერო სემინარის მიზანია ამ ცვლილებებით დასახული მიზნის მიღწევის  შეფასება (რადგან ცვლილება ან ნაწილში 2 წლის განმავლობაში ორჯერ განხორციელდა),  შედეგების მიხედვით კი - რეკომენდაციების შემუშავება.

2019 წლის პირველი ივნისიდან, ცვლილებების შედეგად, საგრძნობლად შეიცვალა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა საბაჟო გაფორმება საქართველოში. კერძოდ, ჰიბრიდული და ელექტრო მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადის განაკვეთებში აისახა,  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისას (თუ 6 წლამდე ასაკისა და ჰიბრიდული წარმოების იყო, 60% შეღავათით სარგებლობდა), ამ ცვლილებებით ეს შეღავათი გაუქმდა, სხვა შემთხვევაში აქციზის განაკვეთები 3-ჯერ გაზრდილი ძალში დარჩა.

მოტოციკლის და სპეცტექნიკის საბაჟო გაფორმება თუ 2018 წლის ნოემბრამდე მისი საბაჟო ღირებულებით ხდებოდა, ამ ცვლილებით მსუბუქი ავტომობილების საბაჟო გაფორმების მსგავსი გახდა, ოღონდ  აქციზის განაკვეთები განსხვავებულია.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა