სემინარები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტი: ნინო კონცელიძე; რამდენად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას; სამეცნიერო სემინარი ჩატარდება 18 ივლისს 11:00 საათზე

თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისათვის აუცილებელია, ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინება, როგორიცაა ინოვაციური ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობა. ნაშრომში განხილულია ინოვაციური ეკონომიკის არსი, მნიშვნელობა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ასევე მისი მნიშვნელობა ქვეყნის საქონლისა თუ მომსახურების კონკურენტუნარიანობისა და მწარმოებლურობის ამაღლებაში. ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, ინფორმაციული თუ ტექნოლოგიური მიჯაჭვულობა, ეფექტიანი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის განხორიცელების აუცილებლობას ქმნის. საგარეო ვაჭრობა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ქმნის საივესტიციო კლიმატს, ხელს უწყობს მოხმარების უზრუნველყოფას, ეროვნული პროდუქციის გასასაღებლად ბაზრების მოძიებას საერთაშორისო დონეზე, ტექნოლოგიების და ინოვაციების დამკვიდრებას და სხვა. ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციას.

მიმიდინარე ნაშრომის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არსებული ხელშეკრულების როლის განსაზღვრა ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაში.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა