სემინარები

სემინარი თემაზე: "დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივისა და ფეიჰოას ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად"; მომხსენებლები ი. ჯაფარიძე-აგრარული, ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სემინარი ჩატარდება 2019 წლის 23 ივლისს

კივისა და ფეიჰოას ნაყოფის ქიმიური შედგენილობაზე ადგილობრივი ეკოლოგიური პირობების გავლენის შესწავლა,  დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებთან  ადაპტირებული  ნაყოფის მოკრეფის ვადების დადგენა,

ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ქიმიური ცვლილებების შესწავლა და  მის საფუძველზე შენახვის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა,  რის საფუძველზე  მიღებული შედეგებით მოწეული მოსავლის რაციონალურად გამოყენების  მიღწევა

საქართველოში მოყვანილი კივისა და ფეიხოას  ნაყოფების შენახვის რეჟიმებისათვის თეორიული საფუძველის შექმნა.

პროექტის განხორციელების შედეგად კლასიკური და თანამედროვე მეთოდების (მაღალი და ულტრამაღალი წნევის ქრომატოგრაფირებით, ხილულ და უი არეში, რეფრაქტომეტრული ინდექსის, გრავიმეტრული და მას-სპექტრალური დეტექტორები, აირ-სითხური ქრომატოგრაფირება) გამოყენებით მიღებული იქნება უნიკალური (საქართველოში მოყვანილ ნაყოფებზე მსგავსი ლიტერატურა არ არსებობს) მონაცემები საკვლევ ობიექტებში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობის შესახებ.

პირველად ჩატარდა საქართველოში მოყვანილი შერჩეულ მცენარეთა ნაყოფების მიზანმიმართული, კომპლექსური კვლევა IFU (International Federation of Fruit Juice Producers მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით).

პირველად იქნა დადგენილი ნაყოფების ზრდისა და დამწიფების  პერიოდში  (დინამიკაში) ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი შემცველობა.

საქართველოს პირობებში პირველად ჩატარდა ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ცვლილებების სისტემური კვლევა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით (HPLC და IFU მეთოდებით).

ნაყოფებში ნაერთთა ცვლილებების  კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შემუშავდა საქართველოში მოყვანილი ნაყოფისათვის შენახვის ოპტიმალური პირობები.

მიღებული შედეგებით შემუშავდა დასავლეთ საქართველოში კივისა და ფეიჰოას ნაყოფის მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის წესები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მოსავლის რაციონალური გამოყენება და მისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიმართ შესაბამისობაში მოყვანა. დანაკარგების მაქსიმალურად შემცირება და შესაბამისად ამ ნედლეულის მწარმოებლებისთვის კომერციული მოგების გაზრდის შესაძლებლობის ჩვენება.

 

დასავლეთ საქართველოში ინტროდუცირებული ფეიჰოას ნაყოფის ორგანული მჟავების კვლევა მაღალი წნევის სითხური ქრომატორაფირების მეთოდით

მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების მეთოდის გამოყენებით შესწავლილ იქნა დასავლეთ საქართველოში - აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ინტროდუცირებული ფეიხოას ნაყოფის ორგანული მჟავები. ჩვენს მიერ ორგანული მჟავებიდან იდენტიფიცირებულ იქნა ლიმონმჟავა და ღვინის მჟავა. აჭარის ტერიტორიაზე აღებული ფეიხოას ნაყოფში ლიმონმჟავას კონცენტრაცია წარმოდგენილია 8,251 გ/ლ ერთეულით, ხოლო ღვინის მჟავას კონცენტრაცია 4,189 ერთეულით. მსგავსი თანაფარდობითაა მჟავების რაოდენობა გურიის ტერიტორიაზე აღებულ ნაყოფშიც: ლიმონმჟავა 9,494 გ/ლ და ღვინის მჟავა 3,547 გ/ლ.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა