კომერციულ საბანკო სისტემის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსფორმირებადი ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს განვითარებაზე და პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი თავისთავად მოქმედებს საბანკო სექტორის სტაბილურობაზე. კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა სუბიექტების პრობლემები მომენტალურად აისახება ეკონომიკის სხვა სფეროებზე.
სემინარის მიზანია, გამოიკვლიოს ახალი საბანკო რეგულაციები საქართველოში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა და რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული დაკრედიტების პოლიტიკა. სემინარში გაანალიზებულია რეგულაციების შედეგად შეცვლილი მდგომარეობა როგორც საბანკო, ასევე, ბიზნეს სექტორისა და მომხმარებლებისთვის.
სემინარი ეფუძნება კვლევის როგორც თვისებრივ, ასევე, რაოდენობრივ მეთოდებს, კერძოდ, გაანალიზებულია ოფიციალური მასალები და სამართლებრივი დოკუმენტები და მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რათა მკაფიო გახდეს განსხვავება რეგულაციამდე და შემდგომ პერიოდს შორის.
პრეზენტაციაუკან |