სემინარები

"ესტონური მოდელის თავისებურებანი საქართველოში"; ბოლქვაძე ბესიკ

საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში გატარებულ რეფორმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებად მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ,,ესტონური’’ მოდელის ფუნქციონირება წარმოადგენს. მოხსენება განიხილავს დაბეგვრის ტრადიციული და ესტონური მოდელების ურთიერთშედარების ასპექტებს და, მათი გამოყენების შედეგების ანალიზის საფუძველზე, ასაბუთებს სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის აუცილებლობას.

მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონური მოდელი ქვეყნის საგადასახადო სისტემაში ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან და მიზნად ისახავს ბიზნესის სარეინვესტიციო შესაძლებლობების ზრდის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სათანადო საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში. გამომდინარე იქედან, რომ მოგების გადასახადი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესსუბიექტის მაგისტრალურ გადასახადს, რადგან უპირატესად სწორედ მასზეა დამოკიდებული ერთი მხრივ კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება, ხოლო მეორე მხრივ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების დონე, მნიშვნელოვანია იმ ძირითადი ასპექტების ანალიზი და შეფასება, რაც დაკავშირებულია მოდელის პრაქტიკაში იმპლემენტაცია-ფუნქციონირებასთან. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა