სემინარები

საბანკო რეგულაციები და მისი როლი საბანკო სისტემის განვითარებაში ასოცირებული პროფესორი ირინა ვაშაყმაძე

საკრედიტო ბაზრის განვითარებაში დიდი როლი უჭირავს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც დაგვანახა საერთაშორისო გამოცდილებამ და მიდგომებმა. აქედან გამომდინარე ყოველი საკანონმდებლო რეგულირება უკავშირდება ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის ზრდას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი რეგულაციები განახორციელა, რეგულაციები შეეხო მთელ საფინანსო სექტორს რომელშიც შედის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საბროკერო კომპანიები, საფონდო ბირჟები, ყველა ანგარიშვალდებული  და საგადასახადო მომსახურების მქონე დაწესებულებები.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი ცდილობს გაატაროს საკანონმდებლო ღონისძიებები და უზრუნველყოს საიმედო საბანკო სისტემის ფუნქციონირება. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სისტემის განვითარება მოგვცემს დავაკმაყოფილოთ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები. მოსახლეობის ჭარბვალიანობის მაჩვენებელი ბოლო წლებში მკვეთრად გაზრდილია. ამ მაჩვენებლის ზრდას ხელი შეუწყო კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკური პირებისთვის უზრუნველყოფის გარეშე გაცემულმა სესხებმა, ასევე სწრაფი სესხების შემოღებამ და კრედიტორებზე სესხების ასე მარტივად გაცემამ. ყოველივე ამის გათვალისწინებით ეროვნული ბანკმის მიერ  რეგულაციების შემოღება აუცილებელი იყო.

მოცემული რეგულაციების დადებით მხარეს წარმოადგენს პირველ რიგში ჭარბვალიანობის შემცირება, ასევე მსესხებლის სრულფასოვანი ანალიზი. ლიმიტების ზღვრის დაწესება ვფიქრობ ერთ-ერთი დადებითი მხარეა რადგან კრედიტორზე ისე უნდა მოხდეს სესხის გაცემა რომლის გადახდის შესაძლებლობაც ექნება და შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების დროულად გადახდას მოახერხებენ. უარყოფითი ეფექტი რაც მოგვცა რეგულაციებმა არის შეიზღუდა იმპორტი, შეიზღუდა გაყიდვები სხვადასხვა ინდუსტრიაში, ქვეყნიდან ვალუტის გადინება შეიზღუდა. ეს ყოველივე იწვევს ეკონომიკის შემცირებას . რეგულაციებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შეიცვალა ბაზარზე ვითარება. როგორც ბანკებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის და კერძო სექტორისთვის რეგულაციები მოულოდნელი იყო. ბანკები, რომლებიც ძირითადად ახდენდნენ საცალო დაკრედიტებას იძულებულნი არიან ჩაერთონ ბიზნეს დაკრედიტებაში. მომხმარებელები ვინც უპრობლემოდ სარგებლობდნენ საბანკო მომსახურებით და აქვთ ძალიან კარგი საკრედიტო ისტორია ლიმიტების გამო შესაძლებელია ვეღარ ისარგებლონ. ეროვნული ბანკის განმარტებით მიმდინარე ცვლილებები უნდა განხორციელდეს ამ ყოველივეს შესამსუბუქებლად თუმცა ჯერ არაა ცნობილი რა კუთხით აპირებს ცვლილებებს. საბანკო რეგულირება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ ელემენტს, რომელიც საფინანსო-საკრედიტო სისტემის შემადგენელი ნაწილია. საბანკო რეგულირებისა და ზედამხდეველობის მთავარი მიზანია საბანკო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა