სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: ლაზური ლექსიკა „აჭარული კილოს სალექსიკონო მასალებში“. ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა. 26 ივლისი, 2019 წელი. 12 საათი, 52-ე აუდიტორია.

მასალა რომელიც მოვიძიე ჯ. ნოღაიდელის „აჭარული კილოს  სალექსიკონო მასალებიდან“  გვიჩვენებს, რომ ლაზური გარემოს დომინირებამ გამოიწვია რიგი ნასესხობანი აჭარულ დიალექტში, რომელსაც ხშირად იყენებენ სასაუბრო ნაწილში.

მასალების რამდენიმე ნაწილად დაყოფა  მოგვიწევს:

1.      საკუთვრივ  ქართულ  ენას  ზმნის  სესხებისას ფუძის სესხება და  ქართული

აფიქსებით გაფორმება ახასიათებს..მოცემული მაგალითები ამის დადასტურებაა.

     მაგ: აჭარ.გა-ბღეზ-ება (ჯ.ნ.) 49გვ. - გაავება , გაბრაზება

2.    ფორმაუცვლელი სახელები:

მაგ: დუდი-თხემი (ჯ.ნ.) 96/ დუდი-თხემი, თავი (227) ა.თ. ლაზურ ტოპონიმებში არსებობს ადგილი დღევანდელ თურქეთში სოფ. აზლაღაში, სადაც მოხდა ლაზი ქრისტიანების თავის კვეთა და იმ ადგილს დუდი კვათას ეძახიან.

3.    ფორმაცვალებადი სახელები:

ნოღა-ნორჩი ტყე (ჯ.ნ.)190/ნოღა-სოფლის ან დაბის ცენტრი.(ა.თ.)580.

4.      ლაზური ტოპონიმები:  ამ მასალებში გვხდება რამდენიმე ტოპონიმი, ესენია:

ონტაფურა-ღელე სოფელ წყავროკაში (ჯ.ნ.)195. ონტა-ფურა/ფუნა ონტონუ-ყვინთვა(ა.თ)640. ყვინთვას ნიშნავს და ამ სახელწოდებისვე მდინარეში საყვინთაო ადგილების გამო ეს სახელწოდება მიიღო. ფუნ/რა- აფიქსია და ადგილის მისანიშნებლად იხმარება მთხიე-ფუნა, ქვაე-ფუნა ანუ თხილ-ნარი. რიყე- ეს ტოპონიმი მთლიანად ლაზურია.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა