სემინარები

საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტი, ია მესხიძე, აუდიტორული რისკების შეფასება და მართვა

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს სახელმწიფოსა და კომპანიებს დროულად გააკეთონ რეაგირება მიმდინარე ცვლილებებზე და განიცადონ მუდმივი ევოლუცია. კომპანიასა უნდა გააჩნდეს მართვის პოტენციალი, რომელიც უზრუნველყოფს დროულ და ადეკვატურ რეაქციას შიდა გარემზე ზემოქმედებისთვის და მისცემს შესაძლებლობას სწორად წარმართოს თავისი საქმე.

მართვის ეს პოტენციალი უმეტესწილად უზრუნველყოფილია შიდა კონტროლის წყალობით, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს კომპანიებსა თუ სახელმწიფოებს ფუნქციონირების წარმატებულობას და კონკურენტულ ბრძოლაში გადარჩენას. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს დამოუკიდებელი აუდიტორების კონსულტაციები და შესაბამისი მომსახურეობები რისკების შეფასებისა და მართვის საქმეში.

სახელმწიფო თუ სამეურნეო სექტორში აუდიტის როლის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად იზრდება ინტერესი  აღნიშნული სტრუქტურისა თუ კომპონენტის არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 

ჩვენი მიზანია იმის დასაბუთება, რომ აუდიტი ჩართული უნდა იყოს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაში, რომელიც მიისწრაფის, რომ ეფექტიანად ფუნქციონირებდეს და არსებით როლს ასრულებედეს კონტროლის სისტემის სრულყოფასა და განვითარებაში.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა