სემინარები

2019 წლის 20 დეკემბერს, 17 სთ-ზე. ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე აუდიტორია #410 ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე: ნედლი ნავთობის, (სუფსის), დეემულგირება სამრეწველო ადსორბენტის და დაბალი სიხშირის მაგნიტური ველის ზემოქმედებით. მომხსენებელი: ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ტექნოლოგიური და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნორა მამულაიშვილი

ნაშრომში განხილულია ნავთობის მოპოვების დროს არსებული   პრობლემები,  და წარმოქმნილი ნავთობური ემულსიები. შესწავლილია მათი წარმოქმნის მიზეზები. გამოკვლეულია  ემულსიის დაშლის პროცესზე  მომქმედი  ფაქტორები, შერჩეულია  დეემულგირების თერმოქიმიური  მეთოდი. განსაზღვრულია  მექანიკური  მინარევების  და წყლის  შემცველობა  საწყის ნედლეულსა  და მიღებულ პროდუქტში. ნავთობურ ემულსიაზე მაგნიტური ველის ზემოქმედების  მიზნით  ჩატარებული იყო  ცდები  დაბალი სიხშირის  მაგნიტური  სოლენოიდის  გამოყენებით,     ჩატარებული  ცდების შედეგად დადგინდა, რომ: მაგნიტური  ველი  აჩქარებს  არა მარტო  ემულსიიდან  წყლის  გამოყოფის სიჩქარეს.  არამედ  ზრდის  გამოყოფილი წყლის  რაოდენობას.  მიღებული შედეგები  მოხსენებულია  საერთაშორისო  კონფერენციაზე:  JAPMED’11. Applied  Electromagnetic Engineering  and Nanomaterials.  “Batumi ShotaRustaveli State University” - 2019

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა