სემინარები

2020 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, აუდიტორია 500 ჩატარდება ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტი ეთერ ვარშანიძის სემინარი თემაზე: "ფსიქიკურით გამოწვეული სომატური სნეულებების ფიზიოლოგია"

რატომ და რა მიზეზებით იწყება ეს დაავადებები?

ხშირად ჩვენს ფიქრებს, ქცევას და სურვილებს გაუცნობიერებელი განწყობები აკონტროლებენდა თუ „უხეში“ რეალობა გვეწინააღმდეგება, არ გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ ჩვეულების მიხედვით, ადამიანები უკიდურესად ნეგატიურ, ემოციურ მდგომარეობას განიცდიან, რაც დროთა განმავლობაში დაავადების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს და რასაც მედიცინაში ფსიქოსომატიკას უწოდებენ.

ექიმებისთვის ცნობილია სიტუაციები, როდესაც არ არის საშუალება ზუსტად დაადგინონ ამა თუ იმ დაავადების მიზეზი. ხშირად არის შემთხვევები როდესაც არავითარი ფიზიოლოგიური მახასიათებლები მოცემული დაავადების განვითარებისათვის არ არსებობს, მაგრამ დაავადება პროგრესირებს. ასეთ დროს საუბარს ფსიქოსომატიკაზეიწყებენ.

საქმე იმაშია, რომ, ავადმყოფობა არა მხოლოდ ადამიანის რომელიმე ცალკე ფუნქციას აზიანებს, არამედ აზიანებსამ ფუნქციის მატარებელი პიროვნების ფსიქიკასაც. ზოგჯერ, როცა ადამიანი რაიმე დაავადების გამო კარგავს ახლობელს რის გამოც ის ნერვიულობს, შიში უჩნდება -ხომ შეიძლება ეს დაავადება მასაც დაემართოს?მუდმივიფიქრი და ნერვიულობა, ერთი და იგივე დაავადების შესახებ, საბოლოოდ დაავადების რეალურ სიმპტომსმოგვცემს.

 ადამიანის ორგანიზმი ასახავს ყოველივე იმას, რასაც საკუთარ თავსაც კი უმალავს და არ აღიარებს. მაგრამ ადრე თუ გვიან დაგროვილი პრობლემები თავს იჩენს და სხვა და სხვა დაავადებების სახითგამოვლინდება. ასე ვითარდება ჰიპერტონული დაავადებები - კუჭის წყლულოვანი დაავადება, გულის იშემიური დაავადებაალერგიული რეაქციები, ფსორიაზი, ბროქიალური ასთმა და სხვა.

 ფსიქოსომატიკას საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები, რომელსაც განდევნასუწოდებენ; ეს ნიშნავს, რომ უსიამოვნობებზეფიქრი - არ გვინდა! ასეთ შემთხვევაში პრობლემები ფიზიოლოგიის დონეზე ანუ სხეულზე გადაინაცვლებს.

 ფსიქოსომატური სნეულება (ბერძნულიდან ψυχή– სული და σῶμα– სხეული) წარმოადგენს დაავადებულ მდგომარეობათა ჯგუფს, რომლებიც გამოვლინდება ფსიქიკური და ფიზიოლოგიური ურთიერთქმედების შედეგად. ისინი წარმოადგენენ ფსიქიკურ დარღვევებს, რომლებიც გამოვლინდება ფიზიოლოგიურ დონეზე.

 ფსიქოსომატური დაავადებები არის თანამედროვე მედიცინის და ფსიქოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე რთული პრობლემა. აღნიშნული პრობლემა შეისწავლებოდა და არის შემჩნეული ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს და არისტოტელეს დროიდან. თუმცა თვითონ ტერმინი ფსიქოსომატიკა შემოგვთავაზა იოჰან ჰაინროტმა 1818 წელს, ხოლო გამოყენებაში შემოვიდა დაახლოებით 1934–1936 წლებიდან.

 თანამედროვე ფსიქოსომატური მედიცინა სათავეებს იღებს დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და ნევროლოგის - ზიგმუნდფროიდის ფსიქოანალიტიკური კონცეფციებიდან; ფროიდმა, ავსტრიელმა ექიმმა -იოზეფბრეიერმა ერთად, დაადგინეს, რომ„დათრგუნული ემოცია“, „ფსიქიკური ტრავმა“, „კონვერსიის“ გზით, ანუ ფსიქიკის დაცვითი მექანიზმებით, სომატური სიმპტომებით გამოვლინდებიან, რაც ფსიქოსომატური დაავადებების დასაწყისზემიგვანიშნებენ. ფროიდი ასევე ამტკიცებდა, რომ ადამიანს გააჩნია „სომატური მზაობა“ – ანუ ფიზიკური ფაქტორი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ორგანოს „შერჩევაში“. სხვანაირად რომ ვთქვათ ყველა ადამიანს გააჩნია ფიზიკური წინასწარგანწყობა ამა თუ იმ ფსიქოსომატური დაავადების მიმართ. არსებობს სუსტი ორგანო, რომელიც თავისთავზე „პასუხის მგებლობას“ იღებს, რაც შემდგომში გამოვლინდება ფსიქოსომატური დაავადებების სახით.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization WHO) სტატისტიკით მსოფლიოში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით სიკვდილიანობას პირველი ადგილიუჭირავს.

 ემოციურ-დესტრუქციულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ორი მიმართულებით: როდესაც ადამიანი განიცდის ქრონიკულ სტრესს, რაც აუცილებლად იწვევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ გადაგვარებას, ათეროსკლეროზი კი თავის მხრივ არის იშემიური დაავადების მიზეზი, ასევე ინსულტის მიზეზიც. თუ ადამიანი განიცდის დროებით ინტენსიურ სტრესს, ამან შეიძლება მიგვიყვანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოცემული დაავადების გამწვავებასთან.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა