სემინარები

სემინარი თემაზე: "აჭარის სხვადასხვა ტიპის წყლებში მძიმე ლითონების შემცველობა"

სრულფასოვანი კვება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი უზრუნველყოფს ადამიანის იმუნური სისტემის, გონებრივი შესაძლებლობების, შრომისუნარიანობის, დაავადებებისაგან დაცვის მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას. არასრულფასოვანი, არა საკმარისი  ოდენობის საკვები უარყოფით  გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს სხვადასხვა გართულებებს, კერძოდ, ანემიას, სიმაღლეში ზრდის შეფერხებას, სწავლის უნარის დაქვეითებას, იმუნური სისტემის დასუსტებასა და დაავადებების მიმართ დაუცველობას. ცუდი კვება უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის  ხანგრძლივობაზე და სიცოცხლის ხარისხზე, ადამიანის შრომის უნარიანობაზე და საბოლოო ჯამში  ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, მთლიანად ქვეყნისათვის. კვების პროდუქტები ეს არის იმ ნივთიერებათა  წყარო, რომლიდანაც სინთეზირდება ფერმენტები ჰორმონები  და მიმოცვლითი პროცესების რეგულატორები. წყალიც საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმში.

მძიმე ლითონები მიეკუთვნებიან  ლითონთა იმ ჯგუფს, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი  სიმკვრივით, გამოირჩევიან ატომური მასითა და ატომური ნომრით. მათი განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევენ სიმკვრივეს, კერძოდ მძიმე ლითონებს გააჩნიათ .5 გ/სმ³-ზე მეტი სიმკვრივე.

 მძიმე ლითონებს შორის გამოყოფენ ლითონებს, რომლებიც ერთ შემთხვევაში სასიცოცხლოდ  მეტად მნიშვნელოვანია, ასეთებია მაგ: რკინა, კობალტი და თუთია.  მეორე შემთხვევაში სიცოცხლისათვის საზიანო. მათ მიეკუთვნება ვერცხლი,  რუთენიუმი. ზოგიერთი კი ძლიერ მომწამვლელი ნივთიერებებია, როგორიცაა  მაგ: კადმიუმი, ვერცხლისწყალი  და ტყვია.

ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში გავრცელებული სხვადასხვა ტიპის წყლებში მძიმე ლითონების (კადმიუმი, ვერცხლისწყალი  და ტყვია) შემცველობის შესწავლა. შესწავლილ იქნა ჭის, წყაროსა და ჭაბურღილის წყლებში მძიმე ლითონების შემცველობის შესწავლა. კვლევები ტარდებოდა პლაზმურ ატომურ ემისიურ სპექტრომეტრზე.

მიღებული მონაცემებიდან დგინდება, რომ განხილულ წყლის ნიმუშებში დარიშხანის შემცველობა ზ.დ. კონცენტრაციაზე ნაკლები რაოდენობითაა.  კადმიუმის შემცველობა ჭარბი რაოდენობითაა ჭის წყალში, წყაროს წყალში მისი შემცველობა არ ფიქსირდება, ჭაბურღილის წყალში ზ.დ.კ.-იაზე დაბალია. ვერცხლისწყლის შემცველობა ჭარბია ჭაბურღილის წყალში, ჭისა და წყაროს წყლებში ზ.დ. კონცენტრაციაზე დაბალია.  ტყვიის  შემცველობა არ ფიქსირდება ჭის წყალში, წყაროს და ჭაბურღილის წყლებში კი მისი შემცველობა ზ.დ. კონცენტრაციაზე დაბალია. თუ შევადარებთ მათ მნიშვნელობებს ზ.დ. კონცენტრაციებთან მივიღებთ შემდეგ შედეგებს:  კადმიუმის  შემცველობა  განხილული წყლის ნიმუშებიდან ყველაზე მაღალია ჭის წყალში, შემდეგ ჭაბურღილის წყალში. ვერცხლისწყლის შემცველობა მეტია ჭაბურღილის წყალში. ტყვიას არ შეიცავს ჭის წყალი.   

ზუმის ლინკი https://us02web.zoom.us/j/2054186366 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა