ბოლო 4-5 წელია მძიმე ლითონებიდან ტყვიის კონცენტრაციის მატება ჩვენს გარემომცველ გარემოში კვლავ არ კარგავს აქტუალობას. თბილისი ატმოსფერული ჰაერის ტყვიით გაჭუჭყიანების გამო ადამიანთა ავადობის მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში, ხოლო აჭარაში ბავშვებში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა, რამაც გაზარდა პატარებში სხვადასხვა სახის საშიში დაავადებების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ლეიკემია, რაც უნდა უკავშირდებოდეს ტყვიის კონცენტრაციის ზრდას გარემოში.
თუ 90-იან წლებში დადასტურებულად შეიძლებოდა მტკიცება, რომ ტყვიის კონცენტრაციის ზრდა უკავშირდებოდა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვს, რადგან ამ პერიოდში საწვავად ეთილირებული ბენზინი გამოიყენებოდა, რომელიც ტყვიით აცეტატს შეიცავს, 2010 წლიდან საქართველოში კანონით აიკრძალა ეთილირებული ბენზინის გამოყენება.
საინტერესოა, სრულდება თუ არა ეს კანონი?
სავარაუდოდ გაფართოვდა ტყვიით გამაჭუჭყიანებელ აგენტთა წრე, მაგ. სამშენებლო მასალები, საღებავები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტყვიის შემცველია, ბავშვების სათამაშოები და ა.შ. რომელზეც მონიტორინგი საბაჟოზე სათანადოდ ვერ ხორციელდება, ვფიქრობთ, ეკოლოგებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა ვურჩიოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ საკითხი გადავიტანოთ სახელმწიფოებრივ ფორმატში.
დანართიუკან |