სემინარის მოხსენებაში გაანალიზებულია აჭარის ციტრუსების დომინანტი დაავადებები. აღნიშნულია, რომ აჭარის პირობებში ციტრუსებზე პარაზიტულ და საპროტროფულ ცხოვრებას ეწევა 100-მდე სახეობის ფიტოპათოგენი. მათ შორის, ყველაზე მეტად საშიშია სოკოვანი პათოგენები. დადგენილია, რომ მათი ზემოქმედების შედეგად, ადგილი აქვს ციტრუსოვანთა ფოთლებისა და ნაყოფების ფერის შეცვლას, დეფორმაციას, ხმობას, ლპობას და ცვენას, ასევე ღერო-ტოტების ნაადრევ ჭკნობას და ზოგჯერ მთლიანად მცენარის ხმობას. დაზუსტებულია, რომ დომინანტი დაავადებების რიგითობა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე. კერძოდ, როდესაც ზამთარში ტემპერატურა მინუს 9-100C-მდე ეცემა, მაშინ დომინანტობს ტრაქეომიკოზური დაავადებები, განსაკუთრებით კი ლიმონის ხმელა ანუ მალსეკო - Phoma tracheiphilia და ციტრუსების ვერტიცილიუმი - Verticilium sp., რომლებიც იწვევენ ციტრუსების ტრქეომიკოზურ ხმობას. სხვა შემთხვევაში ციტრუსებისათვის დომინანტ დაავადებად ითვლება: მეჭეჭიანობა ანუ სკები - Elsinoë fawcettii - სინ.: Sphaceloma fawcettii, რომელიც იწვევს მცენარის როგორც ვეგეტაციური, ისე გენერაციულ ორგანოების დეფორმაციას მეჭეჭების წარმოქმნით; ციტრუსების ანთრაქნოზი - Colletotrichum gloeosporoides ფოთლებზე და ნაყოფებზე წარმოქმნის დიდი ზომის მუქ ლაქებს და მათ ცვენას; ციტრუსების ფიტოფტოროზი - Phytophthora citrophthora სანერგეში ახმობს ერთწლიანი ნამყენის ღეროებს, ყლორტებს და ფოთლებს; კაპნოდიუმი - Capnodium citri მცენარის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს ფარავს ჯერ მუქი ნაცრისფერი, შემდეგ კი შავი კარგად განვითარებული ფიფქით.
შენახვის პირობებში ციტრუსოვანთა ნაყოფების დომინანტ დაავადებად არის მიჩნეული: ლურჯი ანუ ცისფერი ობი, იწვევს სოკო Penicilium italicum, მოწენგოსფრო მწვანე ობი - P. digitatum და შავ ანუ ნამდვილ ობი - Rhizopus nigricans.
სემინარის მოხსენებაში ასევე გაანალიზებულია აჭარის ციტრუსების დომინანტი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
ზუმის ლინკია: https://zoom.us/s/5013303018
დანართიუკან |