საქართველოსათვის ეკონომიკური კრიზისები უცხო არ არის, მაგრამ პანდემიით გამოწვეული შოკი ეკონომიკის გარდა, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასაც. COVID 19-ის გავრცელებამ ისეთი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, რომლის აღმოფხვრას მრავალი წელი დასჭირდება. ვირუსის გავრცელების მასშტაბი ჯერ კიდევ აღზევების სტადიაზეა. შესაბამისად, ეკონომიკაზე მისი ნეგატიური ეფექტის დადგენა ნაადრევია, ვინაიდან საბოლო შედეგი დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბზე. საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე: ტურიზმიდან, ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე, ემიგრანტთა ფულად გზავნილებზე, და უცხოურ ინვესტიციებზე.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი – 6,2%-ით განისაზღვრა. პანდემიასთან ბრძოლის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარებების პარალელურად, საქართველომ აიღო დამატებითი საგარეო ვალი, რამაც ძველ ვალებთან ერთად, შეადგინა 32.1 მლრდ ლარი და გადააჭარბა ზედა ზღვარს (მშპ–ის 60%–ს). ახალი საგარეო სესხის აღების შესაძლებლობა შეზღუდულია, პანდემია კი, აღმავალ ეტაპზეა. ამიტომ, ფინანსური სახსრების შეზღუდულობის გამო, პანდემიასთან ბრძოლა გართულდება. ვირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად საჭიროა დასახულ იქნეს შემდეგი გზები:
1. სახელმწიფომ, კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვის, აგრარული პროდუქ-ციის ჩამბარებელი პუნქტების გახსნის, ლოგისტიკური სისტემების სრულყოფის გზით; უნდა წაახალისოს კვების პროდუქტების დამამზადებელ საწარმოთა ამოქმედება. უნდა გა-იზარდოს სასურსათო უსაფრთხოების დონე და შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება;
2. ადგილობრივმა საწარმოებმა უნდა ჩაატარონ აქტიური სარეკლამო კამპანია ქართული სასურსათო და კვების პროდუქტების გასაღებისა და პოპულარიზაციის მიზნით;
6. აღნიშნულ დარგებში ხელსაყრელი ბიზნეს–გარემოს ფორმირების გარდა, კონკუ-რენციის განვითარების მიზნით, კერძო სექტორის პარალელურად, საჭიროა ამოქმედდეს სახელმწიფო საწარმოები, ოღონდ მათ უნდა დაუწესდეთ გასაღების ზედა ზღვარი, რათა თვით სახელმწიფო საწარმოები არ გადაიქცნენ ამ სექტორში მონოპოლისტებად.
ზუმის ლინკი: https://us04web.zoom.
უკან |