თიხების წარმონაქმნებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბენტონიტურ თიხებს. თვისებებიდან გამომდინარე ბენტონიტის გამოყენების 200-ზე მეტი სფეროა ცნობილი. განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ბენტონიტური თიხები საბურთ ხსნარებში ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ღრმა ბურღვისას. გარდა ამისა, ბენტონიტი გამოიყენება გელ-ცემენტის მისაღებად, რომელიც გამოიყენება საბადოს ტამპონაჟისთვის. ბენტონიტის გელი და თვითონ ბენტონიტი არის კარგი სატამპონაჟო მასალა ვიწრო ბზარებისათვის.
დადგენილია ასკანთიხის ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თიხის Na-Ca იონცვლის კოეფიციენტი, რაც საშუალებას იძლევა ავგოთ იზოთერმის მრუდე სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების დროს. მიღებული ექსპერიმეტული მონაცემები დამუშავებულია და შემოწმებულია ერთგვაროვნებაზე, დროში სტაბილურობაზე და შემთხვევითობაზე, რაც საბუძველს გვაძლევს ექსპერიმენტული და თეორიული მონაცემების თანხვედრის დასდგენად გამოვიყენოთ პირსონის კრიტერიუმი.
zoom link: https://us04web.zoom.us/j/
უკან |