სემინარები

სემინარის თემა: "გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები". ასოცირებული პროფესორი ნინო ლომთათიძე. სემინარი გაიმართება 28 მაისს 18 საათზე ონლაინ რეჟიმში

განხილულია გარემოს  დაბინძურების ძირითადი წყაროები,  ბიოდეგრადირებადი და არადეგრადირებადი დამაბინძურებლები, გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის  გზები, ევროკავშირის  გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრინციპები.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები დაავადებების მიხედვით ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესახებ,  სადაც აღნიშნულია, რომ  შემთხვევათა 19%-ში სიკვდილიანობის გამომწვევია გარემო ფაქტორები. განხილულია ასევე, ჯანმოს მიერ დასახელებული გლობალური ჯანდაცვის პრობლემების მნიშვნელოვანი საფრთხეები. არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობებით, კერძოდ, ატმოსფერული ჰარის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად გამოწვეული დაავადებები. წარმოდგენილია კონკრეტული შემთხვევა, შიგელოზის დაავადების გავრცელების დინამიკა აჭარაში 2018-2019 წლებში, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/7210001855


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა