საქართველოს სარეკლამო ბაზარზე შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. შემცირდა როგორც ტელევიზიების, ისე რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები. ეს კლება ჩვენი ქვეყნის რთული ეკონომიკური ვითარებითა და ლარის დევალვაციითაა განპირობებული. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები (ამ ცვლილებებით შემცირდა ერთ საათში დასაშვები რეკლამის წუთობრივი მაქსიმუმი), რომელიც მოკლე ვადებში ამოქმედდა. ასევე დარეგულირდა ტელე და რადიო სივრცეში პროდუქტის განთავსება, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. სავალდებულო გახდა გადაცემებში კომერციული ელემენტების შესაბამისი აღნიშვნა, რათა აუდიტორიამ შეძლოს მათი ამოცნობა და მათ აღარ იმოქმედონ პროგრამის შინაარსზე.
როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყენების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების შესაბამისი აღნიშვნა ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედია საშუალებებში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა თვითრეგულირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის სპეციალისტებისა და მედია წარმომადგენლების პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით უნდა მოხდეს.
დასკვნითი სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედია საშუალებებთან დადებული არც ერთი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულება არ არღვევდეს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას. სახელმწიფო უწყებების სარეკლამო მოთხოვნები არ უნდა ახალისებდეს და არ უნდა მოითხოვდეს იმგვარ ქმედებებს, რომელიც არ არის მიზანშეწონილი ეთიკური თუ პროფესიული თვალსაზრისით.
ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/4175342349
დანართიუკან |