სემინარები

სემინარი თემაზე: „ბათუმი XIX საუკუნის 30-50-იან წლებში“. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე და ასისტენტ პროფესორი ხათუნა დიასამიძე. სემინარი ჩატარდება 4 ივნისს, 18:00 საათზე

სემინარი მოიცავს ბათუმში ოსმალეთის მმართვე­ლო­ბის იმ პერიოდს, რომელზეც საინტერესო ცნობები მო­ი­პოვება დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსულების – ჯ. ბრანტის, ფ. გუარაჩინოსა და უ. ჰოლმსის ანგარიშებში, ასევე, არაერთი მოგზაური-მკვლევარის ჩანაწერებში. კვლევის მთავარ მიმართულებად ავირჩიეთ ბათუმის საქალაქო ცენტ­რის ადგილმონაცვლეობის საკითხი.

არსებული მასალებისა და პოლიტიკური ვითარების ანა­ლიზის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბათუმის ახალი დასახ­ლების - აჰმედიეს გაჩენა და ადმინის­ტრა­ცი­ული ცენ­ტრის იქ გადატანა უნდა უკავშირ­დებოდეს რუსეთ-ოსმა­ლე­თის 1828-1829 წლების ომის შედეგებს და მსოფლიო ვაჭრობის შემდგომ განვითა­რე­ბას. მას შემდეგ, რაც ოსმა­ლეთმა დაკარგა ფოთი, პორტამ მთა­ვარი ყურადღება გადა­იტანა ბათუმზე, როგორც აღმოსავლეთ შავიზღვის­პი­რეთში საუკეთესო ბუნებრივი ნავ­საყუდელის მქო­ნე საპორ­ტო და სასაზღვრო ქალაქზე, რასაც მოჰყვა მისი თანდა­თანობითი დაწი­ნაურება და ახალი დასახ­ლებების გაჩენა. დიდი, ორთქმავალი სა­ვაჭრო გემების მიღე­ბის საჭიროებამ (40-იანი წლების შუა პერიოდში იწ­ყება ასეთი გემების მი­მო­სვ­ლა) განაპირობა ბათუმის ყურეს­თან ახალი ინფრას­ტრუქ­ტურისა და საცხოვ­რე­ბე­ლი უბნის გა­ჩენა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა მისი გადაქცევა ქალაქის ახალ ცენტრად.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა