სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი — საქართველოს ტურისტული სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება“. ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ მიქაშავიძე. სემინარი ჩატარდება: 01.06.2021 11:00 საათზე

სამეცნიერო სემინარის თემაში - „სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი - საქართველოს ტურისტული სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება“ - განხილულია საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა, ნაჩვენებია ამ სფეროში, ჯერ კიდევ, არსებული ნაკლოვანებები და გადაუწყვეტელი პრობლემები, დადგენილია მისი გადაჭრის რეალური გზები. შემუშავებულია და დასაბუთებულია ტურიზმიდან შემოსავლების მკვეთრი ზრდის კომპლექსური საკითხები. კერძოდ ესენია: ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ბალნეო და ბალნეო-კლიმატური კურორტების აღდგენა-განვითარება და ახალი სამედიცინო ცენტრების მშენებლობა, თანამედროვე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, პაციენტთა სპა და ველნეს პროცედურებით მომსახურების უზრუნველყოფა. პოსტკოვიდური სინდრომით დაუძლურებულ პაციენტთა მაღალი სტანდარტების დონეზე მიღება, მკურნალობა-რეაბილიტაცია და სხვ. ეს კი ხელს შეუწყობა ვიზიტორების გაზრდილი ნაკადების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის მაღალგადახდისუნარიანი ტურისტებისა. ამ ღონისძიებათა წარმატებით განხორციელება შექმნის მდგრად საფუძველს იმისათვის, რომ ტურისტულმა სექტორმა მოკლე დროში დაძლიოს კრიზისი, მიაღწიოს შემოსავლების მკვეთრ ზრდას და არსებული პოტენციალის აღდგენა-განვითარებას. სწორედ ასეთი გზა შექმნის რეალურ პირობას, რათა სექტორში შექმნილი კრიზისი ვაქციოთ განვითარების ახალ შესაძლებლობად.

zoom ბმული: https://us02web.zoom.us/j/8100868292?pwd=YWpyUlhWaVpnbHNvVjFkTjlaTFYzUT09

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა