სემინარები

სემინარის თემა: «ქ.ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროცესის შეფასება (სოციოლოგიური ანალიზი)». ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნუგზარ ჩხაიძე. სემინარი ჩატარდება 2021 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში.

ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროცესის შეფასება (სოციოლოგიური ანალიზი) მიზნად ისახავს სასკოლო განათლების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სკოლების მოსწავლეთა შეხედულებების გამოვლენას და ანალიზს. ამ მიზნით ქ. ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა ჯერ წინარე საპილოტე გამოკვლევა, მის საფუძველზე ანკეტების შედგენა და მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა, განხორციელდა მონაცემთა ანალიზი. სემინარზე წარმოდგენილი და განხილული იქნება მნიშვნელოვანი დასკვნები უფროსკლასელ მოსწავლეთა თვალსაზრისის შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, მასწავლებელთა კომპეტენციის დონე, პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთდამოკიდებულების ფორმები, სახელმძღვანელოების ვარგისიანობა, სასწავლო პროცესის და პროგრამების ხარისხი, სკოლაში პროფილური სწავლების საჭიროება, სასკოლო გარემო და სკოლების ტექნიკური აღჭურვილობა, მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მანდატურების როლი, მშობლებისა და სკოლის ურთიერთობის საკითხები, მოსწავლეთა აღმსარებლობა და პოლიტიკური აქტივობა და სხვ. წარმოდგენილი იქნება ის პრობლემები, რაც ბათუმელი მოსწავლეების აზრით, დამახასიათებელია საგანმანათლებლო პროცესისათვის და მათი გადაჭრის გზები, მოსწავლეების თვალსაზრისით.

zoom:   https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა