სემინარები

სემინარის თემა „საქართველოს მთიანი რეგიონის პოტენციური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები: ანალიზი და შედეგები“ გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ფუტკარაძე. სემინარი ჩატარდება 2021 წლის 10 ივნისი, 12:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში

მსოფლიოს  მთიან რეგიონებში მოსახლეობის ოპტიმალური რიცხოვნობის შენარჩუნება და მიგრაციული პროცესების მართვა   ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. პრობლემა იმდენად რთულია, რომ იგი მოითხოვს კომპლეაქსურ შესწავლასა და   რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებას.  გამომდინარე აქედან, კვლევის ძირითადი მიზანია, საქართველოში, კონკრეტულად, მთიანი აჭარის რეგიონის მაგალითზე, პოტენციურ მიგრანტთა  შესაძლო მიგრაციულ პროცესებში ჩართვის გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების შესწავლა. კვლევას ძირითადად საფუძვლად დაედო სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდი, რის საშუალებითაც  მოხდა საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებელ საქართველოში  ჩატარებული  გამოკითხვების, აგრეთვე,  მიგრაციული პროცესების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების შედარება.   კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე პერიოდში პოტენციური მიგრანტების  მიგრაციული პროცესების  ძირითადი გამომწვევი მიზეზები, არა სოციალური, არამედ ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებია. ამასთან, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიხედვით გარკვეული იქნა მიგრაციული პროცესების მიმართულების გეოგრაფიული თავისებურებები.  შესაბამისად, დასახულია მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების მართვის ღონისძიებები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და მუნიციპალური პროგრამების ეფექტურ განხორციელებაში.

zoom ლინკი https://us02web.zoom.us/j/8998722048


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა