სემინარები

სემინარის თემა: "ქართველ მუჰაჯირთა საბავშვო ფოლკლორი" ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი თინა შიოშვილი. სემინარი ჩატარდება 21 ივნისს 12:00 საათზე

საბავშვო ზეპირსიტყვიერება ქართული ფოლკლორული შემოქმედების ერთ–ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი უბანია, რომელსაც მოზარდის სულიერი და ფიზიკური ფორმირების უაღრესად საპატიო მისია აკისრია ყველა ეპოქაში.

საბავშვო ფოლკლორით მდიდარია საქართველოს ყველა კუთხე. ამ ღირსსახსოვარი ეროვნული ფენომენის მრავალი ნიმუში შემოინახეს თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მიგრირებულმა ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებმა; ესენია: სააკვნო, სალალაო–შესაქცევარი და გამოსაჯავრებელი ლექს–სიმღერები, საყმაწვილო ლექსები ცხოველებზე, საბავშვო თამაშობები და მათთან დაკავშირებული გათვლები.

ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების სააკვნო ლექს–სიმღერებში, რომლებიც ქალთა რეპერტუარია, შემორჩენილია ტრადიციული შესრულების ყველა ნიუანსი და მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელი (დაძინებას „დანანიებას“ უწოდებენ. ტექსტებში კი, ზოგადქართულის მსგავსად, მღერიან: „ნანი, ნანი, ნანაÁ...“).

მუჰაჯირთა შთამომავლების ფოლკლორი ერთობ მდიდარია სალალაო და შესაქცევარი ლექს–სიმღერებით, რომელთა უმეტესობა ზოგადქართულის ვარიანტებია, რაც იმის დასტურია, რომ მუჰაჯირთა პირველი თაობის მიერ არის სამშობლოდან წაღებული და შთამომავლებისათვის გადაცემული.

გამოსაჯავრებელი ლექსები, რომლებიც ძირითადად დიალოგიური ფორმისაა, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების საბავშვო ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც, აგრეთვე, ზოგადქართულ ფოლკლორში ეძებნება საფუძველი.

ქართველ მუჰაჯირთა ფოლკლორს ამშვენებს ლექსები ფრინველებსა და ცხოველებზე, რომლებიც, ასევე, „მემლექეთური“ გენეზისისაა.

საბავშვო თამაშობები და გათვლები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ აჭარელ მუჰაჯირთა შთამომავალების ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება, ასევე, ერთიანი ქართული ფოლკლორული სივრცის ნაწილია.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა