სემინარები

სემინარის თემა: თურქეთის ქართველთა ეთნოკულტურულ ღირებულებათა მონინიტორინგის თავისებურებანი. აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მანუჩარ ლორია. სემინარი ჩატარდება 21 ივნისს, 12:00 საათზე, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი № 46

თურქეთის ქართველთა ეთნოგრაფიული ყოფა ინახავს ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის, მატერიალური და  სულიერი  კულტურის  არაერთ  საინტერესო  მხარეს,  ბევრ ისეთ დეტალსაც, რომლებიც თავად საქართველოში ან მივიწყებულია ან დღეს მხოლოდ საოჯახო მოხმარების დონეზეა შემონახული. მაგრამ კულტურის ძალიან სწრაფი დინამიკა იწვევს თურქეთის ქართველების მიერ შემონახული ტრადიციული კულტურიდან მრავალი ელემენტის გაქრობას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სემინარის მიზანს წარმოადგენს გაანალიზდეს ეთნოკულტურულ ღირებულებათა ვიდეო მონიტორინგის მნიშვნელობა და ვიზუალური   მასალის   საფუძველზე   ანთროპოლოგიური   ფილმის, ვიდეო ატლასის შექმნის მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა