მოდერნისტული ესთეტიკური აზროვნების ძირითადი პარადიგმები, ერთი მხრივ, აქტიურად მონაწილეობენ დისკურსში თანამედროვე ხელოვნების პარადოქსალური პრინციპების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ - თავადაც წარმოგვიდგენენ მოდერნული მხატვრულ-შემოქმედებითი სამყაროს ანალიზს გარკვეული თეორიული კონცეპტების სახით.
ინგლისელი ხელოვნების ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი სერ ჰერბერტ ედვარდ რიდი თავის ნაშრომებში ”განათლება ხელოვნებაზე გავლით”, „ხელოვნება და საზოგადოება“ და „რობოტის დაბრუნება: ჩემი მოულოდნელი შეხვედრა განათლებასთან ხელოვნებაზე გავლით“ - ცდილობს აჩვენოს, რატომ მიიჩნევენ ესთეტიკოსები მნიშვნელოვნად თანამედროვე სამყაროში მიმდინარე გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კვალდაკვალ გაჟღერდეს ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური ხელოვნების - როგორც უზარმაზარი ინფორმაციის გადამცემის, დიდი გამოცდილების შემძენის ვერსიაც, რომელიც ფაქტობრივად ყველა სხვა საგანმანათლებლო წყაროს ანაცვლებს.
ამერიკელი ფილოსოფოსისა და ესთეტიკოსის კატარინა სუსანა ლანგერის კონცეფციის მიხედ-ვით - ნაშრომში „ახალი გასაღები ხელოვნების ფილოსოფიისთვის: გონების, რიტუალისა და სიმბოლიზმის კვლევა“ - მხატვრული შემოქმედება არ ეფუძნება თეორიულ პლატფორმას, იგი უმთავრესად ფორმითი სრულყოფილების ინტუიტიური ძიებების განხორციელებაა. შესაბა-მისად, ხელოვნების ნაწარმოების აღქმისას განსაკუთრებით მნიშვნელობს ესთეტიკური ემოციის თვითღირებულება, რომელიც ჩნდება ფორმალური ჰარმონიის ზემოქმედებით.
ესთეტიკის მთავარი საკითხი - ხელოვნების მიმართება სინამდვილესთან - ამერიკელი [წარმო-შობით ესპანელი] ფილოსოფოსისა და ხელოვნების თეორეტიკოსის ჯორჯ სანტაიანას ნაშრომში „მშვენიერის გრძნობა: ესთეტიკური თეორიის საფუძველი“ სრულიად თავისებურადაა გადაწ-ყვეტილი - სრულიად ახლებური - როგორც თავისთავად ფორმალური ზედაპირის, ასევე თავად ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესის სილამაზის დამკვიდრებით. ხელოვნების ასეთი გაგების შედეგად მისი კონცეფცია სცილდება ტრადიციული ესთეტიკის საზღვრებს და გადის წმინდა ესთეტიზმის სფეროში, სადაც მხატვრული მოდელირების პრინციპი ნებისმიერი შემოქ-მედებითი აქტივობის საფუძველშია მოცემული.
ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ მარსელ დიუშანმა, რომელიც საკუთარი ორიგინალური იდეების წყალობით მეოცე საუკუნის ხელოვნების თეორიის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება - ესსეში „შემოქმედებითი აქტი“ მთლიანად უარყო კავშირი ესთეტიკურ სინამდვილესთან, იგი მიიჩნევს, რომ კონცეპტუალური საგნებით ალეგორიულად უნდა გამოიხატოს მხოლოდ შემოქმედის სულიერი მდგომარეობა.
ბრიტანელი ფილოსოფოსი, პროფესიონალი პრაქტიკის არქეოლოგი - ცნობილი შრომებით ესთეტიკასა და ფილოსოფიის ისტორიაში - რობინ ჯორჯ კოლინგვუდი თავის ნაშრომში „ხელოვნების პრინციპები“ ცდილობს დაასაბუთოს, რომ მთელი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების ისტორია - ანუ ისტორიული მეცნიერება - სულის თვითშემეცნებაა [სურათი, წიგნი, კერამიკა, დანგრეული კოშკის ნაშთები და ა.შ.] - ეპოქის მტკიცებულებაა, რომელიც ისტორიკოსმა როგორღაც უნდა გაშიფროს - როგორც კულტურის მიერ დასახული ზოგიერთი მიზნის გამოხატულება, იმის გაგებაა, რას გულისხმობდენ ადამიანები თავიანთ შემოქმედებაში. თანამედროვე კულტურაში ხელოვნების ენის თავისებურად ცვალებადობის შესაბამისად ხელოვნების ნაწარმოებს მოეთხოვება საკუთარი ღირებულება გაამართლოს გონების და არა გრძნობის წინაშე, ანუ აღბეჭდოს სიზუსტე - ხილული რეალობა შთაბეჭდილების სანაცვლოდ...
zoom link: https://zoom.us/j/5239757502?
უკან |