ჩემი სტატიის მთავარი მიზანია კომპარატიული ზოონიმების შეპირისპირებითი კვლევა ფრანგულსა და ქართულ ენებში, ვინაიდან ეს ენები არ წარმოადგენენ მონათესავე ენებს, ამიტომაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა იდიომატური გამონათქვამების როგორც სემანტიკური, ასევე სტრუქტურული კვლევაც, მათში არსებული მსგავსებებისა თუ განსხვავებების დადგენა.
კომპარატიული გამონათქვამები წარმოიქმნება სახოვანი შედარებების ბაზაზე. მაშასადამე, ამ ერთეულთა გენეტიკურ წყაროს წარმოადგენს ხატოვანი და არა კონკრეტული შედარება. ამითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ სახოვანი შედარებები თავიანთი ფუნქციური და ლექსიკურ-სემანტიკური თვისებებით გაცილებით ახლოს დგას კომპარატიულ ფრაზეოლოგიზმებთან, ვიდრე კონკრეტულ (არასახეობრივ) შედარებებთან.
კომპარატიული ზოონიმები ხასიათდებიან იმით, რომ მათში შედარებითი კომპონენტი – სახის მატარებელი – გამოდის როგორც სუბიექტისათვის მინიჭებული ხარისხის ან ნიშნის ეტალონი, რის შედეგადაც ეს კომპონენტიცა და მასთან ერთად მთელი სიტყვათშეთანხმება იძენენ განმაზოგადებელ მნიშვნელობას. ამ პროცესს თან ახლავს მოცემულ სიტყვათშეთანხმებათა შედარებითი მნიშვნელობის ნაწილობრივი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში - სრული) დაკარგვა.
კვლევის შედეგად მოვახდინეთ კომპარატიული ფრაზეოლოგიზმების თემატური კლასიფიკაცია ნომინაციურ პლანში.
დანართიუკან |