ანთროპონიმიის კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა გვარსახელების სოციოლინგვისტური და ლინგვოკულტურული ანალიზი, რაც სოციუმის (ეთნოსის, სუბეთნოსის), განსაკუთრებით კი საერთო გვარსახელის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობის რეალური წარსულის, ისტორიის და ერთიანობის აღქმის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა. ავტორების ყურადღების ცენტრშია ქართულ-თურქული ორგვარსახელიანობა ზემო აჭარაში, რაც აქაური ანთროპონიმიის მრავალსაუკუნოვანი ტრანსფორმაციული პროცესების შედეგია და უმეტესწილად ქართული გვარების განშტოებათა აღნიშვნის ფუნქციას ასრულებს.
zoom link: https://us04web.zoom.us/j/
უკან |