სემინარები

სემინარი თემაზე: "საქმიანი კომუნიკაციის გერმანულ-ქართული-რუსული თემატური ლექსიკონის შესახებ". ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი ნანა სტამბოლიშვილი. სემინარი ჩატარდება 17 ივნისს 17: 20 საათზე

ეკონომიკის დარგების სწრაფი განვითარებასთან  ერთად, პარალელურად იქმნება ახალი ეკონომიური ტერმინები და ცნებები, რომლის შესწავლა და ცოდნა უმნიშვნელოვანესი გახდა არა მარტო ეკონომიკის დარგის სპეციალისტებისათვის, არამედ ყველასთვის,  მათ შორის ჰუმანიტარული დარგის  სფეროებში დასაქმებულთათვისაც.  ამიტომ აუცილებელი გახდა  საქმიანი კომუნიკაციის თემატური ლექსიკის სწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვისაც.

ლექსიკონში  წარმოდგენილი საზოგადოებაში არსებული საქმიანი კომუნიკაციის დარგები და ქვედარგები შესაბამისი ლექსიკით და სასაუბრო სტრუქტურებით.

ნაშრომი მოიცავს 30  თემას მონათესავე ქვეთემებით.

გარდა ეკონომიკური მიმართულებებისა, როგორიცაა საქმიანი შეთანხმება, საქმიანი კონტაქტები, საქონლის მიწოდება, ასევე - საბანკო საქმე, ბირჟა, ეკონომიკური სტრუქტურები. ლოჯისტიკა, პოლიტიკა, შრომითი უფლებები. ასევე - გერმანია და ევროპა, ევრო, როგორც ფულის ერთეული და ა. შ.

საქმიანი კომუნიკაციის თემატური ლექსიკონიდან  სემინარზე წარმოდგენილია ზოგიერთი თემა, რომელიც ისწავლება გერმანული ფილოლოგიის   პროგრამის მიხედვით, მე -3  კურსზე,   სასწავლო  კურსით: ბიზნესის გერმანული ენა-B1.   ენის დონის  მიხედვით. აქედან გამომდინარე,  სემინარზე წარმოდგენილი საქმიანი კომუნიკაციის ზოგიერთი თემა  მხოლოდ გერმანულ-ქართულ ლექსიკას შეიცავს კონტექსტებით, მყარი სტრუქტურებით, გამონათქვამებით და        ფრაზეოლოგიზმებით   საქმიანი კომუნიკაციის თემაზე.

zoom link: https://us02web.zoom.us/j/8793828903?fbclid=IwAR3hYLeGcV_YUWLEahuXT20QTTSLdYH1iUDrYAerFCzrhgbJe5IsmLlAPd0#success

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა