თავის წერილში ქ-ნი დინესა სუმბაძე ეხება თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას საბუთიანი დამაჯერებლობით აკრიტიკებს. წიგნში გაკრიტიკებულია აგრეთვე, ჰელსინკის დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიოში შექმნილი ვითარება.და წარმოჩენილია მასზე შესაბამისი
წერილში მოხმობილია აგრეთვე აინშტაინისეული „წონასწორობა დაკარგული ადამიანის განცხადება“ და მისი ავტორისეული შეფასება. იქვე მოცემულია რიჩარდ პაიპსის გულწრფელი აზრი „საქართველო ჩაებაო ისეთ ურთულეს პოლიტიკურ პროცესებში, საიდანაც შესაძლოა, იგი ყოველთვის ვერ გამოვიდესო გამარჯვებული...“ და მისი ჩვენეული შეფასება;
ქ-ნი დენისა საუბრობს აშშ-სა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობაზე და ამბობს: ის „უფრო ბიბლიაში აღწერილი ერთი უბრალო პერსონაჟის - ნაბოთეს მიპატიჟებას მიჰგავს მეფე აქაბას სამეფო ნადიმზე. მიპატიჟებას მარტო იმიტომ, რომ მეფე აქაბს ნაბოთეს ვენახი მოსწონს...“ და იქვე მოცემულია ამ მომენტის ჩვენეული შეფასება.
წერილში მოცემულია ქ-ნი დინესას მიერ საბჭოთა კავშირისა და საერთოდ, სოციალისტური სისტემის შეფასება. იქვე გაცემულია პასუხი, ავტორის მიერ, ჩვენის აზრით, ამ არასწორად გაგებულ პრობლემაზე.
ნაშრომში აღნიშნულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელთა გარშემო შექმნილი პრობლემები და გარკრიტიკებულია მათი აღქმისეული „რჩეულობის“ სტატუსი...“(იქვე).
აქვე ასახულია ავტორის საინტერესო მოსაზრებანი „...მასონურ-სიონისტური მოძრაობის თეორიული და პრაქტიკული სტრატეგიების“... შესახებ და მსოფლიოში ამის წყალობით დამკვიდრებული რეა¬ლობა, აგრეთვე საქართველოში ედ. შევარდნაძის მოღვაწეობის ჩვენეული შეფასება, (მისი ბოლო პერიოდი, 1992 წლიდან).
ძალზე საინტერესოა ავტორისეული მოსაზრებანი, ედუარდ შევარდნაძის პიროვნების, როგორც ანტი თევდორეს წარმოჩენისა (გვ. 29-30).
ნაშრომში მოცემულია გაეროს დასკვნა, რომ თანამედროვე საქართველოში „... მიუღწეველია მოსახლეობის უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით, ანუ სიცოცხლის ელემენტარული უფლება (გვ. 31). აგრეთვე ოლივერ უორდროპის მოსაზრებანი ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის შესახებ, ჩვენეული განმარტებებით.
წერილში ავტორი მსჯელობს, რომ ქართული „თვითმყოფადობის გაფრთხილებას საკაცობრიო ძალისხმევა ესაჭიროება...“. აქვეა საუბარი „ვეფხისტყაოსანზე“ და მოცემულია მისი ანალიზი მასზე მიდევნებული სათანადო დასკვნებითურთ:
სულიერების თვალსაზრისით აღმატებულ კოლხ-იბერიულ მოდგმას არ უნდა ჰქონდეს არავითარი ილუზია, რომ იმ ერთობისაგან - (სიონისტური მოძრაობა), რომლის შინაარსი განიმარტა როგორც „რასიზმი“, და რომელიც „უფრო უარესი ფორმაა კაცთმოძულეობისა, რომლის სახელწოდებაც კაცობრიობას არა აქვს! - კაცობრიობა რაიმე სასიკეთოს მიიღებს.
აშშ-ს პრეზიდენტის ინაგურაციის დროს მის მიერ წარმოთქმული იმედის მომცემი სიტყვები: „ჩვენ არ ვეძებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების გზა მოვახვიოთ სხვას, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი ცხოვრების გზა ბრწყინავდეს, როგორც მაგალითი... ჩვენ მზად ვართ კოსმოსის საიდუმლოებანი ამოვიცნოთ, დედამიწა განვკურნოთ სნეულებათაგან...“ - მხოლოდ ლამაზი განწყობილებით შობილი ემოციებია მანამ, სანამ სერიოზულად არ იქნება შესწავლილ-გაანალიზებული, საღი გონებით გააზრებულ-განსჯილი და დადგენილი დედამიწის სნეულებათა გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის რეალურ განკურნებაზე ფიქრი, დედამიწის გადარჩენის უეჭველი პერსპექტივის შექმნა. ამისთვის კი აუცილებელია დედამიწელთა მთელი ენერგიის გაერთიანება და არა ვიღაცის ხელოვნურად გამოკვეთილ უპირატესობაზე აგებული მასონურ-სიონისტური იდეოლოგია, რაშიც წერილის ავტორს სრულიად ვეთანხმებით.
ქალბატონ დენისა სუმბაძის მორიგი ნაშრომი - „მიდმოგონება ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეზე, ანუ ეროვნული დიდხასიათობის პიროვნული გამოვლენა“ და მასში ასახული პლატონ კელენჯერიძის შეძახილი დედოფალ მარიამისადმი - „მეორე ცოლი გიორგი მეცამეტისა, მარიამი... , გენერალ ლაზარევის მკვლელი“... და მის საწინააღმდეგოდ ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შეძახება რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორისადმი, „შესდექ რუსეთის ხელმწიფევ!“ ავტორის მიერ სამართლიანად არი მიჩნეული ქართული დიდხასიათობის პიროვნულ გამოვლინებად.
განხილულია ნაშრომი „ამერიკელი ერის ფენომენი“ და მოცემულია მასში დასმული მართებული აქცენტების მიუხედავად მისი კრიტიკულად გააზრების აუცილებლობა, რის გამოც ამერიკელი ხალხის ერად წარმოჩენის არავითარი შანსი არ არსებობს... აქვე საუბარია აშშ-სი „თავისუფლებისა“ და „ვაჭრობის“ გაკერპების შესახებ შემდეგ კი შენიშნავს, რომ ნიუ-იორკში „ტყუპების“ დაცემა „ახალი ბაბილონის“ თანამდევი გლობალისტური მსოფლმხედველობის დაცემის დასაწყისია მხოლოდ, რითაც დაინგრა „...მსოფლიო ინტეგრაციის ამერიკული სურვილიც“(იქვე, გვ. 11) - სამართლიანად შენიშნავს ავტორი.
რაც შეეხება სამუელ ჰანთიგტონის წიგნის, „ცივილიზაციათა შეჯახება“, წინასიტყვაობის ავტორის მოსაზრებას, რომ „ამერიკელებმა ასწავლეს მსოფლიოს : 1) თავისუფლება აზრის, 2) თავისუფლება პრესის და 3) თანასწორობა დედაკაცისა და მამაკაცისა“ (იქვე. გვ.13) - ეს არის ქართული სინამდვილის არ ცოდნა და აქედან გამომდინარე, ქართველებისათვის მეტად ვულგარული აზრის შემცველი რეალობაა - ვამბობთ ჩვენ და მოგვყავს ამ აზრის დასამტკიცებლად სათანადო მაგალითები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან.
ატვის მორიგ ნაშრომში „დედა-უფლისათვის“ ქ-ნი დენისა სუმბაძე წერს: „...ქართული აღორძინების ხანის პოეტებისა და მემატიანეების აღმაფრენამ სწორედ გელათი დასახა „სხუად ათინად“ და „სხუად იერუსალიმად“... ეს გელათს მიმზერილი აღზევება ქართული ეროვნული სულისა - პლატონის ათინად და ქრისტეს იერუსალიმად გელათის ყოფნისა იმით დამთავრდა, რომ ქართველებმა საკუთარი მესიანისტური იდეაც შექმნეს, საკუთარი მეფე თამარი, ქართული ეკლესიისაგან ნეტარად შერაცხული, მესიად დასახეს და თაყვანისცემის ულოგიკო ლოგიკით სახოტბო ტიტულიც წარმოსახეს მისი: წმიდა სამების მეოთხე წევრობისა. ფილოსოფოსი გელათის აკადემიისა კი, იოანე პეტრიწი, თანამემამულეებმა, როგორც ჩანს, საკმაოდ დევნეს და სინანულით და ტკივილით ათქმევინეს: თანსიყვარული რომ მქონოდა თანამემამულეთა, ენაიმცა ენისადა გამეწყო და ხედვაიმცა ფილოსოფოსთა განცდისაი მეარისტოტელურა“-ო... მაგრამ, ჩვენი აზრით, მიუხედავად ქ-ნ დენიზას თავგანწირული მცდელობისა, ამაღლებულისათვის დამახასიათებელ ტონალობაში წარმოგვიდგინოს აღნიშნული სინამდვილე, ჩვენი აზრით, აქ საქმე გვაქვს ქართული ხასიათისათვის ნიშანდობლივ არც თუ სახარბიელო და, როგორც ჩანს, საუკუნეთა სავალზე გამოტარებულ არაჯანსაღ ტენდენციასთან, - ჯვარს აცვან ქვეყნის სვე-ბედზე მოფიქრალი, პროგრესულად მოაზროვნე და თავგანწირული მამულიშვილები, მათ საპირისპიროდ კი აამაღლონ და გააღმერთონ ყოველდღიური ცხოვრებისაგან შემთხვევით, დროებით აღზევებული, გონებრივად თუ სულიერად გადაგვარებული არამზადა, მაგრამ თავის პატრონად დასახული „მეფე“, რომელსაც ნამდვილ მეფურ კურთხევასა და ღვთაებრივ მადლთან არავითარი კავშირი არა აქვს.
აქვე ავტორი საუბრობს ღმერთის ორმაგ ბუნებაზე და ბოლოს ამბობს: „ბერძნული ტექსტი გვიჩვენებს, რომ ღმერთი მამრობითი არსებაა“, რასაც მოსდევს ამ თეზის კრიტიკული განხილვა და მისი ჩვენს მიერ უარყოფის ცდა. აგრეთვე ავტორის ლოგიკურ აზროვნებაზე მიდევნებული მართებული დასკვნაც, რომ „არ არსებობს რელიგია, რომელიც ჭეშმარიტებაზე მაღლა იდგეს“.
ავტორის მიხედვით, „მარადიული სიყვარული ორფეოსისა და ევრიდიკასი ბიბლიური ადამისა და ევასთვის უცხოა. აქ უკვე გამქრალია ის სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტი მყოფობის ტოლი და იგივეობრივია, და რომელზეც ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა თქვა: „ სიყვარული არის ის, რაც არსებობაა, და არსებობა არის ის, რაც სიყვარულია“. აქვე მოცემულია მცდელობა, სიყვარულის უფრო ღრმად და შინაარსეულად განმარტებისა და ადამისა და ევას მისტერიის გაგებისა. სიყვარული არის ღვთაებრივთან ნაზიარები ის მარადიულისაკენ სწრაფვა, რომელიც სამოთხესაც უდრტვინველად დაგათმობინებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო ადამისა და ევას მისტერია, როდესაც მათ მარადიული სიყვარულით გასენილებმა, მარადიულ ნეტარებას, გაუსაძლისი ტკივილი ამჯობინეს... სიყვარული უდიდეს სატკივართან წილნაყარი ნეტარებაა.
ჩვენ სასემინარო თემაში შევეცადეთ, წინ წამოგვეწია ის პარალელური აზრები, რომლებსაც ქ-ონ დენისა სუმბაძის ნაწარმოებებმა მათი გაცნობა-განხილვისას ჩვენში წარმოშვა და გვაიძულა ზოგს დავთანხმებოდით, ზოგიც უარგვეყო, ან კრიტიკულად შევხებოდით და მათ შესახებ ჩვენი შეხედულებანი შეგვეთავაზებინა სემინარისათვის განსახილველად. ასეთი ქმედითი აზროვნების პროცესი, ვგონებ, ძალზე საინტერესოა.
zoom link: https://us02web.zoom.us/j/4662109382
უკან |