სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: ნედლ ნავთობზე დაბალი სიხშირის მქონე (30 -40 ჰერცი) მაგნიტური ველის ზემოქმედების კვლევის შედეგები. მომხსენებელი: ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი: ნ. მამულაიშვილი. სემინარი ჩატარდება 22.06.2021; 17.00

წარმოდგენილია ნედლი ნავთობის გაუწყლოვნების ტექნოლოგიური სქემა და პარამეტრები, რომელიც ითვალისწინებს  წყალნავთობიანი  ემულსიის დეემულგირებას , დეემულგატორის და დაბალი სიხშირის მქონე (30 -40 ჰერცი) მაგნიტური ველისზემოქმედებას,  წყალნავთობიანი ემულსიის განცალკავების მიზნით.  ნაჩვენებია  სამრეწველო  დეემულგატორის  Alkan 202-ის  მოქმედების ეფექტურობის  უპირატესობა დემულგატორ Disolvan- თან  შედარებით.  დადგენილია , რომ ნარჩენი წყლის რაოდენობა ნედლი  ნავთობის ნიმუშებში მხოლოდ დეემულგატორის მოქმედებისას გაცილებით მეტია ვიდრე მაგნიტური ველისა და დემულგატორის ერთობლივი ზემოქმედების დროს.

წარმოდგენილია გრაფიკული დამოკიდებულება, რომელიც ასახავს გამოყოფილი წყლის რაოდენობის ზრდას დროის მიხედვით  ნიმუშებში: ა) დემულგატორის გარეშე  ბ) მხოლოდ დემულგატორით ;  გ) დემულგატორითა და მაგნიტური ველის ერთობლივი მოქმედებით. ჩატარებული ცდების შედეგად ჩვენს მიერ დადგენილ იქნა დემულგატორის და მაგნიტური ველის ერთობლივი ზემოქმედების ეფექტურობა სხვა მეთოდებთან შედარებით.

გამოვლენილია, რომ მდგრადი ნავთობური ემულსიის წარმოქმნა უკავშირდება ნედლ ნავთობში  ასფალტენების, ფისებისა და პარაფინების მაღალ შემცველობას.

დადგენილია, რომ დაბალსიხშირული მაგნიტური ველი მნიშვნელოვნად ზრდის ემულსიის განცალკავების სიჩქარეს დემულგატორ Alkan202 - თან  ერთობლივი ზემოქმედებით.

დადგენილია, რომ ნავთობური ემულსიის დეემულგირება მიმდინარეობს მყისიერად დეემულგირების პროცესის საწყის ეტაპზე, 15-20 წუთის ინტერვალში 30 ჰერცი სიხშირის მაგნიტური ველის სტაბილიზაციის  პირობებში.

ნაშრომი  გამოქვეყნებულია  საერთაშორისო  ინდექსირებულ  ჟურნალში:

ISSN2582-5003    Global Journal of Engineering and Technology Advances,

2020, 05(03), 050–058,    DOI: https://doi.org/10.30574/gjeta.2020.5.3.0108

zoom link: https://zoom.us/j/2915946670?pwd=OHFaMVZPdTJveHZsT3JiT2dlUFNVUT09


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა