სემინარები

ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის პროფესორი რეზო მანველიძე და ასისტენტ პროფესორი ლეილა ცეცხლაძე 20 ივნისს 15 საათზე წარმოადგენენ ერთობლივ სასემინარო თემას: "ატიპური ეკონომიკური კრიზისის მართვის საკითხებზე აკ. ვლ. პაპავას ზოგიერთი დებულების მნიშვნელობის შესახებ"

კოვიდ–19 პანდემიის დამანგრეველი სოციალურ–ეკონომიკური ზემოქმედება უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა მოსაზრებით მსოფლიო ეკონომიკის საიმედო და მდგრადი აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუკი განხორციელდება შესაბამისი ინვესტიციები ეკონომიკური, სოციალური და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფისათვის მთელს მსოფლიოში.

უპრეცედენტო კრიზისმა ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ოჯახი გააღარიბა, გაზარდა უთანაბრობა შემოსავლებში, დაარღვია საერთაშორისო ვაჭრობა და გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკის პარალიზება, რომელიც 2020 წელს შემცირდა 4,3%–ით, რაც ორნახევარჯერ აღემატება  2008–2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეულ შედეგებს.

დღეისათვის სამართლიანი, უსაფრთხო და სიცოცხლისუნარიანი მსოფლიოს მშენებლობის პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოახერხებს კაცობრიობა რეაგირებას აღნიშნულ უდიდეს გამოწვევაზე. შესაბამისად, დღესაც და მომავალშიც აქტუალური იქნება პანდემიით გამოწვეული შედეგების კვლევა, ანალიზი და პერსპექტიული სტრატეგიის შერჩევა, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი მკვლევარებიც. მათ შორის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომლის დამსახურებაცაა პანდემიასთან დაკავშირებით ღირებული დებულებების შექმნა და ტერმინოლოგიის დამკვიდრება.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/2727919071

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა