სემინარები

ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნანა ზარნაძე 20 ივნისს 18 საათზე.ჩაატარებს სემინარს თემაზე: „მცენარეთა in vitro კულტურა – მცენარეთა გამრავლება და გაჯანსაღება“.

სემინარი ეძღვნება: “In vitro კულტურაში მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების არსს, თავისებურებებსა და მნიშვნელობას“.

განხილულია: კლონური მიკროგამრავლების ძირითადი ხერხები, და ეტაპები,  გაჯანსაღებული უვირუსო სარგავი მასალის მიღების გზები,  აღნიშნული მეთოდის პრაქტიკულ–თეორიული გამოყენების მიმართულებები, მისი როლი გენეტიკურ–სელექციურ სამუშაოებში; აღწერილია მცენარეთა სწრაფი კლონური გამრავლების, პირდაპირი რეგენერაციის, კალუსოგენეზის ინდუქციისა და  მისგან ორგანოგენეზის გამოწვევის კანონზომიერებები, სომატური ემბრიოგენეზის, დაფესვიანების და აკლიმატიზაციის პრაქტიკული საკითხები  და მნიშვნელობა

სემინარი ტარდება ონლაინ რეჟიმში (ზუმით)
https://us02web.zoom.us/j/2483627850


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა