სემინარები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამილა თურმანიძე 23 ივნისს,12 საათზე, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "პანდემიის გავლენა ქალთა დასაქმებაზე"

ქალთა ჩართულობის გააქტიურება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტუალურია  ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით პრობლემურია მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებში, მით უფრო, აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართულ სინამდვილეში, რამდენადაც ერთის  მხრივ,  შესაძლოა  საქართველოს  კანონმდებლობა  აღიარებს  გენდერული თანასწორობის  იდეას,  მაგრამ  მეორეს  მხრივ,  საზოგადოებრივი  ცნობიერება  ხშირად მოიცავს სტერეოტიპულ  დამოკიდებულებებს  და  დისკრიმინაციის  ფაქტებს,  ასევე  ხშირია პრაქტიკული მაგალითები, როდესაც ირღვევა ქალთა  უფლებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს შემოსავლის სოლიდურ ნაწილს, როცა ვერ (არ) იყენებს ქალთა  უდიდეს ინელექტუალურ პოტენციალს.    

ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში განსაკუთრებით შემცირდა პანდემიის დროს. 15,600 ”ახალი” უმუშევრიდან, 13,9 ათასი (89%) ქალია და მხოლოდ 1,7 ათასი (11%) კაცია. ამრიგად, 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალებში კი – 1,8 პროცენტული პუნქტით.

ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, კვლევების თანახმად, შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ხელს უწყობს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის კუთხით. ამ შედეგების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ პანდემიის გავლენას დასაქმებაზე გენდერული კუთხით.

zoom ლინკი: https://us02web.zoom.us/j/6242346515

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა