სემინარები

მაია ჭიჭილეიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;2021 წლის 2 ივლისს, 12 საათზე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "სხალთის ეკლესიის რესტავრაციის ისტორიიდან";

ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების  თვალსაზრისით. აჭარის რეგიონში ამ მხრივ გამორჩეული ისტორიის მქონეა სხალთის სამონასტრო კომპლექსი.

სხალთის მთავარი ტაძრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ისტორია გასული საუ¬კუნის 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს. 1955-1957 წლებში განხორციელდა სხალთის ეკლესიის ხეუროთმოძღრების საფუძვლიანი რესტავრაცია ავთენტური ნაწილების კონსერვაციისა და ანასტილოზის მეთო¬დით. გასული საუკუნის 80-იან წლებში ძეგლზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. XXI საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში განხორციელდა სხალთის ეკლესიის სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მინაშენების რეკონსტრუქცია, X-XI სს-ის მიჯნის  ეკლესიის ნანგრევებზე  აშენდა მცირე სამლოცველო, მთლიანად განახლდა გალავნის კედლები და ეზოს კარიბჭე. ამ წლებში ჩატარებული სამუშაოები დაეფუძნა ისტორიული შენობების განახლების, ხელმეორედ აგების და არქიტექტურის რეკონსტრუქციის პრინციპებს.

სხალთის ფრესკების გაწმენდა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება მხოლოდ 1997-2000 წლებში გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ ღონისძიებათა შედეგად მოხერხდა სხალთის ფერწერული ანსამბლის "გახსნა", სრული სურათის წარმოჩენა, ძეგლის მხატვრული ღირებულებების გამოვლენა და  ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის ჩატარება. რესტავრატორების მიერ შესრულდა გრაფიკული ნახაზები, გადაღებულ იქნა ფრესკების გაწ¬მენდა-გამაგრების პროცესის ამსახველი ფოტომასალები, რომლებიც ფასდაუდებელია სხალთის ისტორიისათვის. სხალთის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მოხატულობის  კვლევის სირთულეები წარმოაჩენს, რომ მართებული და სასურველია ძეგლის კვლევას წინ უძღოდეს ნიმუშის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები, ხოლო თავად ნიმუშის რესტავრაცია ეფუძნებოდეს ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის რეკომენდაციებს და ითვალისწინებდეს ძეგლის ყველაზე ღირებული ისტორიული, ავთენტური ნაწილების დაცვას. ამასთანავე, კულტურული მემკვიდრეობის მხატვრულ-ისტორიული თავისებურებების შესწავლის კვალად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების ნიმუშების შენარჩუნებაზე მუდმივ ზრუნვას, რეგულარულ შემოწ-მებას და პრევენციულ მოვლას. 

ლინკი:   https://us02web.zoom.us/j/4662109382 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა