სემინარები

მერაბ მეგრელიშვილი, ისტორიის დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი 2021 წლის 15 ივნისს ჩაატარებს სემინარს თემაზე: "სომხები აჭარაში რუსული მმართველობის პერიოდში (XIX ს. დასასრული - XX ს. დასაწყისი)"

ამ უკანასკნელ პერიოდში ამიერკავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა, ჩვენი უშუალო პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სომხების გენოციდის აღიარებამ, 140 წლის შემდეგ ამიერკავკასიაში თურქების გამოჩენამ და ა.შ. დაძაბა და საფრთხის წინაშე დააყენა  ამერკავკასიის ქვეყნებსა და მის ,,მეზობლებს’’ შორის ურთიერთობა.

დღეს სომხები დაინტერესებულნი არიან იმით, თუ არსებულ პოლიტიკურ გარემოში, სამომავლოდ, რას მოიმოქმედებს საქართველო. ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში ,,დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის XVIII  საუკუნეში“ აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოთა შორის არსებული ურთიერთობის ისტორია გამაფრთხილებელი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ საინტერესოა, ჯერ კიდევ XIX სს. დასასრულსა და XX სს. დასაწყისში, რუსეთ-სომხეთის, თურქეთ-აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ისტორია.

მოხსენების მიზანს წარმოადგენს გამოვლენილი საარქივო დოკუმენტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე და ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოთა შორის არსებულ ინტერესთა დაპირისპირების ფონზე, წარმოვაჩინო მათ შორის არსებული ურთიერთობების პრობლემები.

ლინკი:   https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა