სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: "მაგნიტური ნაწილაკების კონცენტრაციის, ზომებისა და ფორმის გავლენა ნანოდისპერსული სტრუქტურების ოპტიკურ თვისებებზე" . ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ფიზიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორის ლალი კალანდაძის და ასოც. პროფესორის ომარ ნაკაშიძის ჩატარდება 20 ივნისს 13:00 საათზე, აუდ. 208.

ნანო-დისპერსული სტრუქტურების ოპტიკური თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე გვარის მაკროსტრუქტურული მასალებისაგან და დამოკიდებულია სტრუქტურულ პარამეტრებზე: ულტრადისპერსული გარემოს ნანონაწილაკებით შევსების კოეფიციენტზე (q), ნაწილაკების ზომაზე და ფორმაზე (f), ნაწილაკების განაწილებაზე, გარემოს თვისებებზე (εm).

ნაშრომში ნიკელის თხელი ფირფიტისა და მაგნიტური სითხეების მაგალითზე, ექსპერიმენტული და თეორიული მეთოდებით განხილულია სტრუქტურული პარამეტრების გავლენა ნანო-დისპერსული სტრუქტურების ოპტიკურ თვისებებზე.  ოპტიკური სპექტრი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნაწილაკისა და მატრიცის დიელექტრიკულ მუდმივაზე. თავის მხრივ დიელექტრიკული მუდმივა არის სტრუქტურული და ელექტრონული პარამეტრების ფუნქცია და შესაძლოა  განსხვავდებოდეს შესაბამისი მასიური მასალისაგან.  ამრიგად, ოპტიკური სპექტრის შესწავლამ შესაძლოა მოგვცეს საჭირო ინფორმაცია ულტრადისპერსული სტრუქტურების სტრუქტურულ პარამეტრებზე. ნაშრომში ნანოდისპერსული სტრუქტურების ოპტიკური თვისებები წარმოდგენილია მაქსველ-გარნეტის თეორიული მოდელის მიხედვით. ოპტიკური სპექტრის ხასიათი ახსნილია ეფექტური გარემოს მიახლოებით ორი შემთხვევისთვის:  q<0.5 და 0.5< q<1. ამ მიახლოებაში  ნანოსტრუქტურის (n+ik) არეკვლის ინდექსი დათვლილია როგორც ფუნქცია εm, q და ნაწილაკის ფორმის. თეორიული გათვლები კარგ თანხმობაშია ექსპერიმენტულ მონაცემებთან.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა