სემინარები

სემინარი თემაზე: „Digital Nomadism“, როგორც Covid19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის და ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობა საქართველოში. ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტი ნინო დევაძე. სემინარი ჩატარდება: 2021 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე.

ტურიზმი, როგორც Covid-19 პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრია რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად პოზიტიური ცვლილებების  მოლოდინშია, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით 2020 წელი ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდ წლად დასახელდა ერთი მილიარდით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული ვიზიტით და ჯამში 1.3 ტრილიონი დოლარის დანაკარგით.

პანდემიის პირობებში, მაშინ როცა დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა უკვე გამოსცადა დისტანციურად,  სახლიდან მუშაობის რეჟიმი, „ციფრული მომთაბარეობა“, ეგრეთწოდებული „Digital Nomadism” უფრო და უფრო მიმზიდველი ცხოვრების წესი ხდება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.  მზარდი ტენდენცია ცვლის სამოგზაურო ინდუსტრიას და დანიშნულების ადგილებისთვის ვიზიტორთა ახალი მეტად მიმზიდველი სეგმენტი ტურიზმის პოლიტიკის გამტარებლების ყურადღების ცენტრში ექცევა.

Zoom link: https://us02web.zoom.us/j/9933753343

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა