სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „როგორ შევარჩიოთ სწორად პროფესია?”მომხსენებლები: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია. სემინარი ჩატარდება 29 ივნისს, 12:00 საათზე

ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნდა გადადგას, მიიღოს გადაწყვეტილება, განსაზღვროს მომავალი პროფესია, უამრავი პროფესიიდან აირჩიოს ერთი. ამ გადაწყვეტილების მიღების სისწორეზე დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების გზა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომასა და კარიერაში. პროფესიის არჩევა რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელზეც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ცხოვრებასა და საქმიანობას. პროფესიის სწორად არჩევა განაპირობებს  ადამიანის პიროვნული ზრდისა და კარიერულ წინსვლას.  თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, ემოციური კმაყოფილება თუ სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად არის შერჩეული პროფესია.  პროფორიენტაციის მიზანია დაეხმაროს ადამიანს სწორად გაერკვეს პროფესიათა სამყაროში, მისი ინდივიდუალური თავისებურებებისა და შესაძლებლობების, ასევე დასაქმების პერსპექტივების გათვალისწინებით.

  რას ნიშნავს „სწორი არჩევანი” და რა მოეთხოვებათ სკოლას, მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მოზარდს პროფესიის სწორი არჩევანის  გაკეთებაში დაეხმაროს? ამ კითხვებზე  პასუხი  გაეცემა სამეცნიერო სემინარზე.

zoom link: https://us04web.zoom.us/j/6358989825


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა