სემინარები

სულხან მამულაძე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი 2021 წლის 9 ივლისს, 11 სააათზე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "რომაული გარნიზონები და სასაზღვრო ციხესიმაგრეები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II საუკუნეებში"

სემინარი შეეხება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II საუკუნეებში არსებულ  სასაზღვრო ციხესიმაგრეებს და მათში მდგარ რომაულ გარნიზონებს. ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ე. წ. პონტოს-კავკასიური საზღვარი შეიქმნა. აფსაროსის რომაული ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს თანამედროვე გონიოს ტერიტორიაზე, ბათუმის მახლობლად, ამ თავდაცვითი ხაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. აქ II Claudiana, I SAGI, С·COH (ors) AVR (elius)·R (romanorum), Coh (ortis) ∞ (milliariae) და, ალბათ, Legio X Fretensis-ის ვექსილაციაც მსახურებოდა ახ. წ. IV ს-დე. ფაზისის გარნიზონის კიდევ ერთი ვექსილაცია-VEXFA განთავსდა აფსაროსის აღმოსავლეთის ფორპოსტ პეტრაში, რომელიც თანამედროვე ციხისძირში, ქ. ქობულეთთან ახლოს მდებარეობს.

zoom ბმული: https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა