სემინარები

სემინარის თემა: "საერთაშორისო ტურიზმი საქართველოში პანდემია COVID-19-ის პირობებში". ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე. 05.07.2021 12:00

კორონავირუსის პანდემია თავისი შედეგებით და მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი კატასტროფული უბედური მოვლენაა მსოფლიოში თავისი შედეგებით, რომელიც თავს დაატყდა მსოფლიო თანასაზოგადოებას.ეპიდემიამ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიას.  ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს ჯერაც არ შეუძლიათ, თუნდაც მიახლოებით, შეაფასონ მიღებული ზარალი.

ტურისტული ინდუსტრიისათვის მიყენებული აუნაზღაურებელი ზარალი, ეპიდემიის მასშტაბები, მისი გავრცელების სისწრაფე და არეალი, ინფიცირებულებისა და დაღუპულტა რაოდენობის ზრდა, მისი თვისება - გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას, ცხადყოფს, რომ კაცობრიობა შევიდა გლობალური კატასტროფების . ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების ეპოქაში.

კორონავირუსის პანდემიამ თვალნათლივ გვიჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადი და დაუცველია მსოფლიო ცივილიზაცია ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ. არ არის გამორიცხული ახალი ეპიდემიების აღმოჩენა და გავრცელება.  COVID-19-ის გამოჩენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო თანასაზოგადოება მოწოდებულია გადაჭრას მის მიერვე წარმოქმნილი გლობალური პრობლემები.

COVID-19-ის გავრცელების აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის  სავალდებულო რეგულაციები შემუშავდა, რაც უსაფრთხოების ზომების დაცვას, სოციალურ დისტანციას, დეზინფექციას და სხვა მოთხოვნებს გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, 2020 წელს,  ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებული იყო 1675 სასტუმრო.

შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ის განთავსების ობიექტები რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმიური ინსპექტირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება.

სასტუმროების ინსპექტირება ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ ხდება.

COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 1000-მდე წარმომადგენელს ტრენინგი უკვე ჩაუტარა. ადმინისტრაციის უფასო ონლაინ ტრენინგ კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას მოიცავდა: პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია; უსაფრთხოების დაცვის საშუალებები; სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები; კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება; სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა; დასუფთავება/დალაგების წესები და სხვა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწერსებული შეზღუდვები 2020 წლის მაისიდან მსუბუქდება და საქართველო ეკონომიკის აღდენას იწყებს. საზოგადოებას ამ მიმართულებით  მთავრობის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესთავაზა.

11 მაისიდან, საქართველოში განახლდა ყველა სახის წარმოება და გაიხსნა როგორც საცალო ასევე საბითუმო მაღაზიები. წესების შემსუბუქება არ შეეხო მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დახურული დარჩა დიდი სავაჭრო ცენტრები ე.წ. მოლები.

 15 ივნისიდან საქართველოი  ადგილობრივ ტურიზმიც განახლდა, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანამ მიიღო  საერთაშორისო ტურისტებიც. მაშინ, ამ ამბიციური გეგმის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

 „საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“- აცხადებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო არაერთი ღონისძიების გატარებას გეგმავს. გახარია ამბობდა, რომ შეიქმნება ე.წ. უსაფრთხო კორიდორები როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში. გახარია ამბობდა, რომ ამ დროისთვის მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. დღეს, როცა მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ადგენს ჯერ კიდევ სტანდარტებს, თუ როგორ გაიხსნას ევროპაში ტურიზმი, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ადრე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად სასტუმროები გადავაქციეთ, მოგვცა უდიდესი გამოცდილება... ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამნისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები"- თქვა გახარიამ.

 ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ 2020 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით.

როდესაც ვირუსის გავრცელებას პირველად ეწოდა ეპიდემია და დაიწყო მთელი რიგი მსოფლიო შეზღუდვები, მაშინვე პირველი დარტყმა და დანაკარგი ტურიზმის სფერომ განიცადა. დაიწყო რეზერვაციების ტოტალური გაუქმებები და კოლაფსი. ამას მოყვა ქვეყნის ჩაკეტვა და შემდეგ უკვე კრიტიკული პერიოდი − კომენდანტის საათი და საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვები.

ცხადია, იმ პერიოდში შიდა ტურიზმზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, თუმცა კარგად გვქონდა გააზრებული, რომ საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა 2020 წელს წარმოუდგენელი იქნებოდა და აუცილებელი იყო სასწრაფოდ ბაზარზე ცვლილებები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნისთანავე მიმართული იქნებოდა შიდა ტურიზმის გამოწვევისკენ. თავისთავად ცხადია და მაშინაც მოლოდინი ასეთი იყო, რომ თბილისის სასტუმროები ყველაზე ცუდ დღეში იქნებოდნენ, რადგან შიდა ტურიზმის ჭრილში წარმოუდგენელი იყო დედაქალაქში ქართველის ტურისტად ან დამსვენებლად ჩამოყვანა. აქედან გამომდინარე, დღესაც თბილისის სასტუმროების ძირითადი ნაწილი დახურულია, მათი თანამშრომლების გარკვეული ნაწილი რეგიონის სასტუმროებში დასაქმდა და ამაში მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ, ზოგსაც კი სფეროს დროებითი შეცვლა მოუწია.

პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ, უკვე შიდა ტურიზმზე მორგებული სტრატეგიებით მოვემზადეთ და გავხსენით ჩვენი სასტუმროები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს და ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციები აქვთ. ამაში ალბათ გაგვიმართლა. ბაზარს შევთავაზეთ ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები ფასები და ისეთი მიმზიდველი და მრავალფეროვანი ლოკაციები, როგორიცაა მესტია, შეკვეთილი, კახეთი, და ვამზადებდით ყაზბეგის სასტუმროს პროექტს პირველად გასახსნელად, რომელზე მუშაობაც 2019 წლის პირველ კვარტალში დავიწყეთ.

შიდა ტურიზმის პირობებში რეგიონის სასტუმროების დატვირთულობამ და ქართველების აქტიურობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მესტიაში სასტუმრო ფაქტობრივად 80-90%-ზე მუშაობდა ივნისში, ივლისსა და აგვისტოს გარკვეული პერიოდი. თუმცა მოულოდნელად იფეთქა ვირუსმა სვანეთში, რამაც ხელმეორედ გაანადგურა ვითარება. იმ პერიოდში სასტუმროში ყველა ნომერი დაკავებული იყო  და  სტუმრებს  2 კვირა მოუწიათ გაჩერება საკარანტინო სტატუსით. მას შემდეგ კიდევ მივიღეთ რამდენიმე საკარანტინო ჯგუფი და მესტიაში ყველაფერი გაჩერდა. ამასობაში სეზონიც გავიდა და დღეს მესტია ისევ ცარიელიარაც შეეხება შეკვეთილის სასტუმროს, საკონსულტაციო მომსახურების პერიოდში, ქართველებმა აქაც იაქტიურეს და სწორმა მიდგომამ მოკლე ვადაში ნორმალური შედეგი გვაჩვენა. ბათუმის კლასტერის აფეთქების შემდეგ ზღვისპირეთიც დაცარიელდა, ამასობაში სეზონიც გავიდა, ეს კი პირდაპირ აისახა განთავსების ობიექტებზე.

ქვეყანაში შიდა ტურიზმის ზოგად შეფასებაზე რომ გადავიდეთ, პანდემიის დროს ტურიზმი საქართველოში რადიკალურად გადაეწყო სხვა რელსებზე, რამაც, გარკვეულწილად, შეცვალა სტრატეგიები და მიდგომები. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. ქართველი ტურისტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული მოგზაური თავის ქვეყანაში. აქამდე მიჩვეულები ვიყავით თურქეთსა და მსგავს კურორტებზე დასვენებას, სადაც, უნდა ვაღიაროთ, მაღალი დონის მომსახურება გვხვდებოდა და ფასები გადაფრენიანად არც აღემატებოდა ღირებულებას, რომელიც ოჯახთან ერთად იგივე ტიპის დასვენებაში აჭარაში უნდა გადაეხადა. საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ფასების ჩამოწევა და ხალხი, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა, მაგრამ ჰქონდა საშუალება, დასვენებაში თანხა გადაეხადა, გადაწყვიტა თავისივე ქვეყნის უკეთ მონახულება, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო სასტუმროების დატვირთულობაზე. ამასთანავე, ქართველებმა ნახეს, რომ ყოველთვის სხვაგან გაფრენა არაა აუცილებელი, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე შეგვიძლია ხანდახან განვიტვირთოთ, მაგრამ არა ყოველთვის. ქართველი ტურისტების გაზრდილმა ნაკადმა ერთმნიშვნელოვნად გაზარდა სასტუმროებს შორის კონკურენცია, უშუალოდ მომსახურების ხარისხისა და სისუფთავის მიმართულებით, რაც არაბრენდული, მცირე ზომის ობიექტების უმრავლესობის ხშირი ტკივილია, რადგან ხარჯების ზედმეტად შემცირების მიზნით არ აჰყავთ პროფესიონალი კადრი და არ ხარჯავენ თანხებს თანამშრომლების ტრენინგებში, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდებათ. ამან დაანახა პატარა სასტუმროების/რესტორნების მფლობელებს და მენეჯერებს, რომ აქამდე თუ გათვლა ჰქონდათ ისეთ უცხოელ ტურისტზე, რომელიც ერთჯერადად ჩავიდოდა და მათი განმეორებითი ვიზიტიც დიდად არ აღელვებდათ, ქართველის სახით უკვე იმდენად პრეტენზიული და „საშიში" ტურისტების მიღება უწევდათ, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა თუ გადაარჩენდათ. ამ მომენტში დაფიქრდნენ, რომ ქართველს ყოველთვის მოყვება თავისი მეგობარი, მუდამ ხდება მიპატიჟება და Word of Mouth ჩვენს ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზეა. ასეთი ტიპის მცირე განთავსების ობიექტების მფლობელები მიხვდნენ და ნაწილობრივ დაუჯერეს მათ მენეჯერებს, რომ მომსახურებისა და კვების ხარისხის აწევის გარდა, გამოსავალი არ ჰქონდათ. ამიტომაც, იზრუნეს და ასე თუ ისე, უნდა ვთქვათ, რომ მცირედი წინსვლა ამ კუთხით სფეროში შეინიშნება. იმედია, საზღვრების გახსნის მერე არ მისცემენ თავს უფლებას, რომ მოეშვან, რადგან სახელმწიფო საკმაოდ დიდ ბიუჯეტსა და რესურსს ხარჯავს ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. ჩამოსულ ტურისტს კი აუცილებლად უნდა დახვდეს შესაბამისი ხარისხი, რათა უარყოფითი შედეგები არ დადგეს მომავალში. საერთაშორისო ვიზიტორის კმაყოფილების დონის შედეგი კი, რაც უნდა იყოს, სწორედ სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურისტული კომპანიების მიერ ორგანიზებულ ტურებში ყალიბდება და ამაზე სახელმწიფოს ბერკეტი ჯერჯერობით არ გააჩნია. გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული გესთჰაუსისა თუ მცირე სასტუმროს მფლობელი და პერსონალი თამაშობს წამყვან როლს ქვეყნის პრესტიჟსა და პოპულარიზაციაში გლობალურ ბაზარზე. თუ ტურისტები წავლენ მოტყუებულები და უკამყოფილოები, აი, ის ბიუჯეტიდან გაღებული რეკლამის ფულადი სახსრები, რომელიც ისევ ჩვენი ჯიბიდან მიდის, იქნება ფუჭი და ჰაერში გასროლილი.

კორონავირუსმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი. ინფიცირებულების რაოდენობამ გადააჭარბა 30 მილიონს. მან გამოიწვია კრიზისი აბსოლუტურად ყველა სფეროში. ეკონომიკა გაჩერდა. კორონავირუსიდან გამომდინარე, მის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, საწარმოტა 81% სრულად ან ნაწილობრივ გაჩერდა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზედიდი ეკონომიკური კრიზისის გამოვლინება დიდი დეპრესიის შემდგომ.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მოხვდა პანდემიის დარტყმის ქვეშ. არახელსაყრელი ეპიდომიოლოგიური მდგომდრეობის გამო ტურისტული ბიზნესის შემდგომი განვითარება აღმოჩნდა ჩავარდნის ქვეშ. ექსპერტული შეფასებებეი თანახმად,პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში, საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა შემცირდა 30%, ხოლო სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ  საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ის თითქმის ნულამდე დაეცა.

ბოლო წლებში ტურიზმი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვას სექტორს, რომელიც ახდენს ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 11,5%-ის გენერირებას. 2019 წლისათვის საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ შეადგინა 9258,0 ათ. კაცი, რაც 7,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში საერთო შემოსავლებმა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიიდან შეადგინა 3, 5 მლრდ. აშშ. დოლარი.

COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა შიშმა მოგზაურობის მიმართ და სახელმწიფოების მიერ საზღვრების ჩაკეტვამ ნეგატიური ზემოქმედება იქონია ტურისტულ ინდუსტრიაზე. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით2020 წელს საქართველო მოინახულა 1 514,4 ათ. კაცმა, რაც 80,4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ცხ. #1).

 

ცხრილი 1. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ნსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან  2019-2020წწ.

 №       მსოფლიო რეგიონი   ვიზიტორები 2019წ., ათ. კაცი.         ვიზიტორები 2020 წ., ათ. კაცი.            გადახრა, ათ. კაცი      გადახრა, ათ. კაცი

1          ევროპა            6 665,3 1 297,0 -5368,3 -80,5

2          ამერიკა           61,6     9,6       -52,0   -84,4

3          აზია და ოკეანეთი     337,7   46,1     -291,6 -86,3

4          ახლო აღმოსავლეთი 156,2   17,0     -139,2 -89,2

5          აფრიკა            9,4       2,1       -7,3     -77,7

6          სხვა     495,6   141,6   -354,0 -71,4

7          სულ    7725,8 1514,4 -6211,4 -80,4

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. https://gnta.ge/ge/

გასაგებია, რომ ასეთი დრამატული ცვლილებები გამოწვეულია პანდემიით, რამაც არა მხოლოდ საქართველოზე იქონია ასეთი გლობალური ზემოქმედება. ტუმცა, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ვარგისია თუნდაც იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად დიდია ტურიზმის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნისათვის მის აღორძინებას და რამდენად გლობალური გამოწვევების წინაში დადგება ქვეყნის ტურისტული სფერო პოსტპანდემიურ პერიოდში.

საქართველოს მთავრობამ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან აღნიშნულ სფეროში, შეიმუშავა ტურიზმის აღორძინების ანტიკრიზისული გეგმა პოსტპანდემიური პერიოდისათვის, რომელიც ითვალისწინებს სესხების გადავადებას, ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებას, სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერას, ვინაიდან, პანდემიის დროს ყველაზე მძლავრად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია. შესაბამისად, ტურისტული ინდუსტრიის დახმარებისათვის მთავრობამ სპეციალურად შეიმუშავა მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უნდა დაეხმარონ ტურისტულ დარგს კრიზისის დაძლევასა და აღორძინებაში. ანტიკრიზისული გეგმის ჯამურმა ბიუჯეტმა აღნიშნული მიზნებისათვის შეადგინა 200 მლნ. ლარი.  

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა, გარდა ვირუსის გავრცელების დაბალი დონისა და მისი, როგოც შედარებით უსაფრთხო ქვეყნად წარმოდგენისა, განაპირობა ტურისტული სექტორის ინტეგრირებამ პანდემიასთან ბრძოლაში. კარანტინულ სივრცედ გარდაიქმნა 83 სასტუმრო 2500 თანამშრომლით, სადაც 300 000 კაცმა გაიარა კარანტინი- მთავრობის შეხედულებით, ეს ის უპირატესობაა, რომელიც სასტუმროში მცხოვრებ სტუმარს უძლიერებს თავისი უსაფრთხოების შეგრძნებას, იმ შემთხვევებთან შრდარებით, როდესაც სასტუმროს პერსონალს არ ქონდა გამოცდილება რეაგირება მოეხდინა სარისკო სიტუაციებში. 

2021 წლის მარტიდან, როდესაც მკვეთრად შემცირდა პანდემიის გავრცელების ტემპები და გაჩნდა მისი სრული გაქრობის იმედი, ტურისტულმა ფირმებმა და საკურორტო სასტუმროებმა მთელი ძალისხმევა მიმართეს კარანტინის შემდგომ სტუმრების მომსახურების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებისაკენ. ტურისტული ბიზნესის ამოცანა ამ შემთხვევაში მდგომარეობს მოიზიდოს, ხოლო შემდეგ შეინარჩუნოს პირველი ტურისტების ლოიალურობა. იგივე შეიძლება იტქვას გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და და გასტრონომიულ ტურიზმზე. აღნიშნულ და სხვა, ე.წ. ნიშურ მიმართულებს, გააჩნიათ იმის საშუალება, რომ ახალი რეალიების პირობებშიმოიზიდონ არა მარტო სამამულო, არამედ საზღვარგარეთელი ტურისტებიც.

პანდემია COVID-19 - ის გავრცელების ტემპების შემცირებამ თავისი გამოხატულება ჰპოვა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მოცულობების ზრდაში (ცხრ. #2).

 

 

ცხრ. #2. საერთაშორისო ბტურისტების რაოდენობა 2019-2020-2021 წლების 5 თვეში

 

წელი

 

 

 

  თვე    2019, ათ. კაცი             2020, ათ. კაცი 2021, ათ. კაცი გადახრა, 2020/2019,

ათ. კაცი.         გადახრა, 2021/2020,

ათ. კაცი.         გადახრა,  2020/2019, %.        გადახრა, 2021/2020, %.

იანვარი           528,7   633,2   34,8     +104,3 -598,4 +19,8   -94,6

თებერვალი    469,5   466,4   42,1     -3,1     -424,3 -0,7      -91,0

მარტი 619,3   233,5   57,7     -385,8 -175,8 -62,3   -75,3

აპრილი          647,8   35,5     85,8     -612,3 +50,3   -94,6    +241,7

მაისი   723,2   39,0     109,4   -684,2 +70,4   -94,7   +280,5

5 თვე   2988,5 1407,6 329,8   -1580,9 -1077,8 -52,9   -76,6

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. https://gnta.ge/ge/

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2020 წლის დასაწყისში (იანვარ-თებერვალი), საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, რაც აიხსნება იმით, რომ საქართველოში კორონავირუსით   ინფიცირების  პირველი შემთხვევა გამოვლენილი იქნა 2020 წლის 26 თებერვალს, რომლის შემდეგადაც მოხდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც გრძელდებოდა 2021 წლამდე.

2021 წლიდან შეინიშნება საერთაშორისო ტურისტების რაოდენიბის თანდათანობითი ზრდა და უკვე აპრილის თვეში უკვე გადააჭარბა სარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაისში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა უკვე 280,5% აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მართალია, საერთაშორისო ტურისტების საერთო მოცულობა 2020 წლის 5 თვის შედეგებით ჯერ კიდევ აღემატება  2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (რაც გამოწვეულია იმით, რომ 2020 წელს არ არსებობდა შეზღუდვები საერთაშორისო ტურისტების შემოსვლაზე), მაგრამ, ჩვენი აზრით, სულ ახლო მომავალში, 2021 წელი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 2020 წელს მირებული საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით. ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინები განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტამიმდინარე წლის 15 ივნისიდან ოფიციალურად გაეხსნა შიდა ტურიზმის სეზონი, ხოლო 01 ივლისიდან იხსნება ქვეყნის საზღვრები საერთაშორისო ტურისტული სეზონისათვის. 

გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მტავრობის მიერ შემუშავებულია „ ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024წწ“, სადაც აღნიშნულია, რომ კრიზისის გლობალურმა ხასიათმა მნიშვნელოვნად იმოქმედა შემოსავლების ყველა წყაროზე, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორზე. ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად შეცირდა ეკონომიკური აქტივობა. შოკი იყო ორმხრივი, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხრივ. შედეგად, ბიზნესი განიცდიდა მნიშვნელოვან ფინანსურ სიძნელეებს და სამუშაო ადგილების დაკარგვის საშიშროების წინაშეიდგა.

ამასთან ერთად, ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობის მოკლევადიანი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება:

-          ნეგატიური ეფექტების შემცირება/ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია, რაც გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიის მიერ;

-          არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

            კრიზისის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა საექსპორტო ბაზრებზე, რის შედეგადაც შემცირდა საქართველოდან ექსპორტი. კრიზისმა გავლენა მოახდინა შემოსავლების სხვა წყაროებზეც, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორზე. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2020 წლისთვის გაიზრდება 9.7%-მდე.

კრიზისის ფონზე, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. შოკი იყო ორმხრივი - როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან. შედეგად, ბიზნესების ნაწილს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა იქნება 4.3%.

შემდგომი 4 წელიწადი უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი იქნება:

•           Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება/ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია;

•           პანდემიამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მიიღწევა ფისკალური დისციპლინის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობის, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ეტაპობრივი ღონისძიებებით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მთავარ პრიორიტეტად დარჩება:

•           ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება;

•           კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა;

•           შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უზრუნველყოფს: გაუმჯობესებულ ფისკალურ დისციპლინას, სახელმწიფო ვალის ეტაპობრივ შემცირებას, ფასების სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობას, ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას.

როგორც ადრე ავღნიშნეთ, ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიაა. შესაბამისად, მომდევნო წლებში, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენასა და ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

ჩამოყალიბდება ახლებური ხედვა ტურიზმის განვითარების სფეროში. ტურიზმი და მომიჯნავე ინდუსტრიები არის ყველაზე დაზარალებული პანდემიის შედეგად. ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია დაეფუძნება დივერსიფიკაციისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების მოთხოვნებს. გათვალისწინებული იქნება ბიზნესის მხარდაჭერა მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას.

კერძოდ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

•           ტურიზმის აღდგენისა და კრიზისების მართვის მიმართულებით, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით სტრატეგიული გეგმის მომზადება. დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დახმარება  ტურიზმის სტრატეგია 2025-ის ადაპტირებაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, რომელიც მოიცავს  პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდებს, რათა მოხდეს ტურიზმის ეფექტიანი და დროული აღდგენა. 

•           მომდევნო 4 წლის მანძილზე განხორციელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ახალი ბაზრების (ჩინეთი, აშშ და სხვ.) საბაზრო წილის ზრდას. COVID-19-ის მსოფლიოში გავრცელების ტენდენციის შესაბამისად, მოხდება მიზნობრივი ქვეყნების იდენტიფიცირება და, შესაბამისად, საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.

•           2023 წელს, საქართველო, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023.  

•           პანდემიისშემდგომ გარემოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად და სექტორის გასაძლიერებლად შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის განხორციელდება მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობები.

•           ქვეყნის მასშტაბით ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოების შედეგად გაუმჯობესდება მომსახურების დონე.

•           ტურიზმის ინდუსტიის მდგრადი განვითარებისა და მომსახურების დონის გაზრდისათვის, ევროპარლამენტის დირექტივასთან მიახლოებით, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება განხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამასთან, საკანონმდებლო ბაზის ფორმირებით გაძლიერდება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია.

•           საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შემუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები ისევე, როგორც გაფართოვდება არსებული პროექტები.

•           მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის კურორტების განვითარებას. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

•           სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდება სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების შექმნა.

•           2023 წელს, საქართველო უმასპინძლებს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ჩემპიონატის ჩატარებამდე კი აქ 12 საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნული ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს ათასობით ვიზიტორი ეწვევა.

ბუნებაში ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. დღეისათვის ტურისტულ ინდუსტრიაში პანდემიით გამოწვეული კრიზისი  არსებული კრიზისი ადრე თუ გვიან დამთავრდება.    აქედან გამომდინარე, მთავრობამ უკვე დღეიდან უნდა დაიწყოს ეფექტური ღონისძიებების შემუშავება იმ გლობალური გამოწვევებზე გასამკლავებლად, რომელიც მომავალში შეიძლება დაემუქროს ქვეყანას.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა